Get All Access for $5/mo

ძალიან რთულია, თავი საჭიროდ იგრძნო მაშინ, როდესაც ფიზიკურად გამოთიშული ხარ მალკოლმ გლედველი შინიდან მუშაობას აკრიტიკებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმე ბესტსელერის ავტორი და ჟურნალისტი, მალკოლმ გლედველი, რომელიც TIME-ის "100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს" შორისაა დასახელებული, ფიქრობს, რომ დისტანციური სამუშაო ზიანს აყენებს საზოგადოებას და ამცირებს სოციალიზაციის ხარისხს. "ძალიან რთულია, თავი საჭიროდ იგრძნო მაშინ, როდესაც ფიზიკურად გამოთიშული ხარ. ნუთუ არ გსურთ, რაღაცის ნაწილი იყოთ? ვიცი, ოფისში ყოველდღიურად მისვლა რთულია, მაგრამ თუ თქვენ უბრალოდ პიჟამებით სხედხართ საძინებელში, ეს არ არის ის სამუშაო გარემო, საითაც უნდა ილტვოდეთ. თუ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ანაზღაურებაა, მაშინ რატომ ვიმცირებთ პირადი ცხოვრების დროს? ნუთუ სხვა სოციალური ბენეფიტის მიღება არ გსურთ? მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელები ვერ ახერხებენ ამის ახსნას საკუთარი თანამშრომლებისთვის", − აღნიშნა კანადელმა მწერალმა.

მალკოლმ გლედველის ხედვას ამყარებს ნიუ იორკისა და სან ფრანცისკოს წამყვანი კომპანიების მაგალითები. ორივე ქალაქმა ფინანსურ, ტექნოლოგიურ და სხვა სექტორებში დასაქმებულებს ოფისში დაბრუნებისკენ მოუწოდა, ვინაიდან გაყიდვების რაოდენობა მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც Covid-19 პანდემიის პერიოდში სრული სამუშაო ძალა შინიდან მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. სან ფრანცისკოში ქალაქის მუშახელის დაახლოებით მესამედი ნაწილი ამჟამადაც დისტანციურად მუშაობს. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დისტანციური სამუშაოები გასულ წელს დამატებით 400 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ნიუ იორკში კი საოფისე სამუშაოების მაჩვენებელი მხოლოდ 36%-ს შეადგენს, რაც ამერიკული კომპანიების განმარტებით, მნიშვნელოვნად აფერხებს ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებს.

წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები და ფინანსური კორპორაციები დილემის წინაშე დგანან და ყოყმანობენ, აიძულონ თუ არა თანამშრომლები, დაბრუნდნენ ოფისში სამუშაოდ. სხვა შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ დასაქმებულებმა დატოვონ სამსახური და გადავიდნენ იმ კომპანიებში, რომლებიც უფრო მეტ მოქნილობას შესთავაზებენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?