Get All Access for $5/mo

ძველი ბათუმის ისტორია გრძელდება NEXT DOWNTOWN

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინოვაციური მიდგომებითა და გლობალური ხედვით გამორჩეული დეველოპერული კომპანია NEXT-ი აგრძელებს ძველი ბათუმის ისტორიას და წარმოგვიდგენს თავის ახალ პროექტს - NEXT DOWNTOWN-ს.

საცხოვრებელი კომპლექსი შთაგონებულია ქალაქის მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობით, რაც ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც დროში მოგზაურობას ჰგავს.

პროექტი გამოირჩევა 1888 წლის ისტორიული ფასადით და სრულად ითვალისწინებს მის პირვანდელ ხასიათსა და ავთენტურობას. ექსტერიერის დიზაინი წარმოდგენილი იქნება ვიტრაჟული მინებითა და თანამედროვე ელემენტებით, რითაც ხაზი გაესმება ევროპული და ქართული სტილის თანაკვეთას.

ექსკლუზიური საცხოვრებელი კომპლექსი ლიმიტირებულად მხოლოდ 17 აპარტამენტს მოიცავს და თითოეული მფლობელისთვის განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზრუნველყოფს. NEXT Downtown-ში გათვალისწინებულია პრემიალური ინფრასტრუქტურა, კომერციული სივრცეები და საერთო სარგებლობის ტერასა. პროექტის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

NEXT DOWNTOWN-ი პირველი პროექტია ბათუმში, რომელიც არამხოლოდ ახალ სიცოცხლეს შესძენს ქალაქის ისტორიულ უბანს, არამედ აღადგენს მის კულტურულ მნიშვნელობას და ზედმიწევნით წარმოაჩენს NEXT-ის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, რაც წარსული გამოცდილების გათვალისწინებით უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.

გამოიყენეთ უნიკალური შესაძლებლობა გააგრძელოთ ისტორია NEXT-თან ერთად.