Get All Access for $5/mo

ebazaar.ge – პირველი აგრარული online-ბაზარი გაიხსნა შეიძინე ქართული აგროპროდუქტები პირდაპირ ფერმერებისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

16 დეკემბრიდან ყველა მსურველს შეუძლია, აგროპროდუქტები პირდაპირ ფერმერებისგან, შუამავლების გარეშე შეიძინოს.

ebazaar.ge პირველი ქართული online-პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, იოლად შეიძინონ ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ქართული აგროპროდუქტები პირდაპირ ფერმერებისგან, შუამავლების გარეშე.

პლატფორმა უნიკალურია, რადგან მომხმარებელს პირდაპირ აკავშირებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ სოფლის მეურნეობის მწარმოებელ ფერმერებთან და მათ პროდუქტებთან.

ebazaar.ge ხელსაყრელია როგორც მომხმარებლისთვის, რომელიც მის მიერ შერჩეული მწარმოებლისგან იძენს პროდუქტს, ასევე ფერმერებისთვის, რომელთაც შინიდან გაუსვლელად შეუძლიათ, შესთავაზონ თავიანთი ნაწარმი ათასობით მომხმარებელს და მყიდველებისგან მიიღონ უკუკავშირი შეფასების სახით.

მომხმარებლები შეძლებენ, საიტზე იოლად შეიძინონ სასურველი პროდუქტები, რომლებსაც შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს მიიღებენ. Ebazaar.ge ფუნქციონირებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

"პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის ქართულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა და აგრარული სექტორის განვითარება". – განაცხადა ebazaar.ge-ის თანადამფუძნებელმა თამარ ბუაძემ.

ebazaar.ge მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კერძოდ, online-შეძენის გამარტივებულ გამოცდილებას და მიტანის გონივრულ საფასურს; სუფთად და მოწესრიგებულად შეფუთულ ხარისხიან პროდუქტებს, რომელთა ვიზუალურად აღქმა ყიდვისას სრულიად შესაძლებელია რეალური ფოტოებისა და აღწერილობის მეშვეობით.

განსაკუთრებით მოქნილია გადახდის სისტემა, რადგან მყიდველს გადახდილი თანხა ბარათიდან ჩამოეჭრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეძენილ პროდუქტებს მითითებულ მისამართზე მიიღებს.

კომპანია რეგიონებში წარმოდგენილია მისი კონსულების სახით, რომლებიც ეხმარებიან ფერმერებს პორტალზე რეგისტრაციაში, პროდუქციის ფოტოგადაღებაში, მარაგებისა და ფასების გაკონტროლებასა და მათ განახლებაში, პროდუქტების რეალიზაციაში; ისინი ვიზუალურად ათვალიერებენ გაყიდულ პროდუქტებს და შემძენთან გასაგზავნად ამზადებენ მათ.

მომხმარებელი, სასტარტო გაშვებისას, პლატფორმაზე ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან შეძლებენ ქართული პროდუქტების ყიდვას, ხოლო მარტის თვიდან ამ ჩამონათვალს გორის, თეთრი წყაროს და მცხეთა-მთიანეთის რაიონებიც დაემატება. პროდუქტების შეძენა მხოლოდ თბილისში იქნება შესაძლებელი. თუმცა, სამომავლოდ რეალიზაციის წერტილებს ეტაპობრივად დაემატება რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან