Get All Access for $5/mo

EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მერვედ მიიღო. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.

ღონისძიება, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, წელს მაროკოში შედგა. დაჯილდოებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელიც ცვალებად გეოპოლიტიკურ რეალობაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში. პროგრამამ 2021 წელს 2000-მდე საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციას დაუჭირა მხარი და რეკორდულ წლიურ მოცულობას - 3,2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სესიის ფარგლებში, სფეროს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე ომის საერთაშორისო ვაჭრობაზე გავლენაზე და არსებულ ვითარებაში სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დიდი ყურადღება დაეთმო EBRD-ის მიერ ომით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირებას. ასევე, განიხილეს ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობები.

"რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენ, როგორც ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიის პარტნიორ ბანკს, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ნებისმიერ რეალობაში კომპანიების სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობა და უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. EBRD-თან პარტნიორობა საშუალებას გავძლევს, რომ კლიენტების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ გამოწვევებს წარმატებით ვუპასუხოთ და ბიზნესების განვითარებისთვის, ბაზარზე თანაბარი შესაძლებლობები გავაჩინოთ. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს, რომელთაც დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარიტვებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ვთავაზობთ", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

"EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა ერთგვარ გაერთიანებას წარმოაგდენს, რომელიც პროგრამის წევრებს შორის მყარ და საქმიან ურთიერთობასა და მეგობრობას ეფუძნება. აღნიშნული პლატფორმა წლებია ადასტურებს, რომ მუდმივად ცვალებადი რეალობის პირობებშიც კი, ჩვენ ერთიანები ვართ", - ოდილ რენო-ბასო - EBRD-ის პრეზიდენტი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ