''ელექსირი'' - წყალი სიცოცხლისთვის ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა ბიოენერგეტიკული პროდუქტი საქართველოდან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია "ინო-ლაბი" დაარსდა 2017 წელს და მიზნად ისახავს სხვადასხვა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტის წარმოებას.
ევროპის წამყვანი კვლევითი ლაბორატორიების ცნობილი მეცნიერების მონაწილეობითა და საერთაშორისო პატენტების მფლობელი გამომგონებლების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, შეიქმნა შპს "ინო-ლაბის" პირველი უნიკალური პროდუქტი − ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური ხსნარი "ელექსირი", რომელიც გამოიყენება: ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების ჰიგიენის, სანიტარიზაციისა და დეზინფექციისთვის. ის უვნებელია გარემოს, ადამიანისა და სხვა არამავნე ცოცხალი ორგანიზმებისათვის.
"ელექსირის" ბრენდის ქვეშ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იწარმოება პროდუქტები, რომლებსაც აქვს ზუსტად იგივე დანიშნულება, მახასიათებლები, შემადგენლობა, დოზირებისა და გამოყენების სფერო. წარმოებს ზუსტად იგივე სახის დანადგარითა და ტექნოლოგიებით, როგორც საქართველოში.
კომპანიამ რამდენიმე ხნის წინ ასორტიმენტს შემატა ბიოენერგეტიკული სასმელი "ელექსირი".
Entrepreneur-ს სიახლის შესახებ კომპანიის ბრენდმენეჯერი ანანო ლომსაძე ესაუბრა: "ჩვენი ბრენდის ქვეშ წარმოებულ სხვადასხვა მიმართულების ბიოპროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის გამო, სისტემატურად ხდებოდა მუშაობა იმ იდეაზე, თუ რა სახის გამაჯანსაღებელი პროდუქციის შექმნა შეგვეძლო ადამიანის ორგანიზმისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გვეწარმოებინა ექსკლუზიური ბიოენერგეტიკული სასმელი, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან ჩაეშვა რეალიზაციაში და გამოირჩევა მთელი რიგი უნიკალური თვისებებით: ორგანიზმის გაჯანსაღება, კუჭნაწლავსა და სისხლში PH-დონის ბალანსირება, ტოქსინების გამოდევნა, იმუნიტეტის გაძლიერება, წონის კორექციის ხელშეწყობა და სხვა. მისი მიღება შეუძლია ყველა ასაკის ადამიანს, განსაკუთრებით კი საინტერესოა მათთვის, ვინც აქტიურად ვარჯიშობს და იცავს ჯანსაღი ცხოვრებისა და სწორი კვების წესს, რადგან "ბიოენერგეტიკული სასმელი ელექსირი" არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, ხელოვნურ დამატკბობლებს, არომატიზატორებს, შაქარს, კოფეინს და ა.შ.
დაინტერესებულ პირებს პროდუქციის შეძენა შეუძლიათ "ელექსირის" მაღაზიებში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: მარი ბროსეს N2 და "ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას" ტერიტორიაზე, პავლიონი NA2. ასევე "ელექსირის" პარტნიორ მაღაზიაში, მისამართზე: აკაკი წერეთლის გამზ. N99. PSP სააფთიაქო ქსელში, ონლაინპლატფორმების მეშვეობით კი პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია შედეგ ვებგვერდებზე: www.elixir.ge; shop.entrepreneur.ge; www.menu.ge; www.my.ge.
ბრენდის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Entrepreneur Shop-ზე!