Get All Access for $5/mo

Neuralink-მა ადამიანის თავის ტვინში პირველი ჩიპის იმპლანტაცია წარმატებით განახორციელა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა, განაცხადა, რომ ადამიანის თავის ტვინში ჩიპის იმპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

აშშ-ის სურსათისა და პრეპარატების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანიას სექტემბერში მისცა ნებართვა, ადამიანებში იმპლანტის ჩასადგმელად ცდები განეხორციელებინა.

"პირველადი შედეგები აჩვენებს ნეირონების პერსპექტიული სპაიკების არსებობას", - თქვა მასკმა X-ზე ორშაბათს გამოქვეყნებულ პოსტში, ჩიპის ჩადგმიდან ერთი დღის შემდეგ.

სპაიკები არის ნეირონების აქტივობა, რომელსაც ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აღწერს, როგორც უჯრედებს, რომლებიც იყენებენ ელექტრულ და ქიმიურ სიგნალებს ინფორმაციის გასაგზავნად ტვინის ირგვლივ და სხეულში. მასკმა სხვა დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა.

შემდგომ ტვიტებში ბიზნესმენმა თქვა, რომ Neuralink-ის აღნიშნულ პროდუქტს Telepathy ერქვა.

"ეს საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი ტელეფონი ან კომპიუტერი და მათი მეშვეობით თითქმის ნებისმიერი მოწყობილობა მხოლოდ ფიქრით. პირველადი მომხმარებლები იქნებიან ისინი, ვინც დაკარგა კიდურები. წარმოიდგინეთ, რომ სტივენ ჰოკინგს შეეძლო კომუნიკაცია უფრო სწრაფად. ეს არის მიზანი", - წერს ის.

2017 წელს მასკმა თქვა, რომNeuralink-ის პირველი პროდუქტი ბაზარზე "დაახლოებით ოთხ წელიწადში" იქნებოდა ხელმისაწვდომი. ეს დაპირება ჯერჯერობით შეუსრულებელია, "თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მაინც უმნიშვნელოვანესი ეტაპი ამ მიზნისკენ". ამის შესახებ ლონდონის კინგს კოლეჯის აქტიური იმპლანტირებული სამედიცინო მოწყობილობების პროფესორმა, ენ ვანჰოსტენბერგმა, განაცხადა.

Neuralink-მა იმპლანტის ტესტირებაზე განცხადება სექტემბერში გააკეთა. კომპანიაში თქვეს, რომ კვლევის დროს მათ მიერ შემუშავებული რობოტი ქირურგიულად მოათავსებდა იმპლანტების "ულტრაწვრილ" ძაფებს, რომლებიც მონაწილეთა ტვინში სიგნალების გადაცემაში ეხმარებოდა.

ტექნოლოგიური ტრენდები

ისტორიული ძეგლების ციფრული სიცოცხლე

გაიცანით DG - სტარტაპი, რომელიც ისტორიულ ძეგლებს ნანგრევებიდან ციფრულად აღადგენს.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს