''ელპლუსმა'' პირველად საქართველოში, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის წარმოება დაიწყო კომპანიამ ადგილობრივი საწარმო და შოურუმი გახსნა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ელპლუსმა" სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში", საქართველოს ბანკისა და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა. რისი მეშვეობითაც კომპანიამ ახალი, ევროპული სტანდარტების საწარმო დააფუძნა უახლესი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით. კომპანიის მიერ განხორციელდა 6.000.000 ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2.000.000 ლარი "აწარმოე საქართველოში"-ს პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.
"ელპლუსმა" პირველად საქართველოში, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის წარმოება დაიწყო და განავითარა, შეიქმნა 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. სულ კომპანიაში 200-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ქარხანაში იწარმოება: ცეცხლმაქრები, სახანძრო კარები, ცეცხლგამძლე კარადები, ცეცხლმედეგი ვენტილირებადი ფასადები, მეტალის "სტელაჟები" და სხვა პროდუქცია. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო. საწარმოში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული მასალა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეტაპობრივად და მიზანმიმართულად, ადგილობრივი წარმოებით ანაცვლებს იმპორტს. კომპანია ISO9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო და ბიზნესსექტორის პირველი პირები.
"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვითარდება ადგილობრივი წარმოება, რისი ნათელი მაგალითიც დარგის ლიდერი კომპანია "ელპლუსია". ჩვენი კომპანია 16 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ბევრი სირთულის მიუხედავად ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ჩვენს დამკვეთებს სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, მომსახურების სრული სპექტრის მიღება შეუძლიათ, ერთი ფანჯრის პრინციპით. ვპასუხობთ 41-ე დადგენილების ყველა რეგულაციას.
აღსანიშნავია, რომ ელპლუსი არის საქართველოში იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც კოვიდ 19-ის პანდემიის კრიზისულ პერიოდში ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა. მეტიც, 2021 წლიდან განვავითარეთ ბიზნესი და ახალი სამუშაო ადგილები შევქმენით. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, სწორედ კომპანიის თანამშრომლებია. დღეს, "ელპლუსი" 200-მდე პროფესიონალს აერთიანებს. ხელს ვუწყობთ ახალი კადრების აღზრდას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. ჩვენთან, გაერთიანებულია მრავალწლიანი გამოცდილება და ახალგაზრდული შემართება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი კადრების საზღვარგარეთ გადამზადებას და დასავლური გამოცდილების ინტეგრირებას.
ხარისხის სტანდარტების დაცვა და მუდმივი გაუმჯობესება კომპანიის მთავარი ამოცანაა. ამიტომ, ჩვენთან ადგილობრივი წარმოებისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარიხის, ძირითადად ევროპული სერტიფიკატის მქონე მასალა, რომელიც ყველა დადგენილ ნორმას პასუხობს.
მიუხედავად იმისა, რომ "ელპლუსი" ასევე სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, მსოფლიო ბრენდების იმპორტიორი კომპანიაა, გვაქვს ამბიცია, ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ იმპორტი.
ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია რომ ჩვენი პროექტების განხორციელებისას, ჩვენს მიერ იმპორტირებული პროდუქციის 30% უკვე ჩანაცვლებული გვაქვს ადგილობრივი, ჩვენს საწარმოში წარმოებული პროდუქციით.
სამომავლოდ, ვგეგმავთ ექსპორტის მიმართულების განვითარებასაც" – განაცხადა კომპანია "ელპლუსის" ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ვაკო საღირაშვილმა.
საწარმო და შოურუმი თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის #126-ში მდებარეობს.