"ენთები" ზრდის პასუხისმგებლობის დაზღვევას 20 მილიონ ლარამდე - მაქსიმალური უსაფრთხოება თქვენი ბიზნესისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესის მართვაში ნდობა და უსაფრთხოება გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, "ენთები", ბაზრის ლიდერი კომპანია საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების სფეროში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს კლიენტი კომპანიების მეტი უსაფრთხოებისთვის. სწრაფი განვითარებისა და მომხმარებელთა პორტფელის მნიშვნელოვნად ზრდის ფონზე, ენთებმა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა გაზარდა 20 მილიონ ლარამდე. ეს ნიშნავს, რომ ენთების პარტნიორი კომპანიები დღეს კიდევ უფრო დაცულნი არიან ყველაზე იშვიათი საგადასახადო ჯარიმებისა და საურავების რისკებისგანაც კი.
აღსანიშნავია, რომ ენთების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას უზრუნველყოფს ქვეყნის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია, რაც კლიენტი კომპანიების დამატებით უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს განაპირობებს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
კანონმდებლობა მუდმივად იცვლება და შეცდომის ფასი ხშირად მაღალია. საგადასახადო ჯარიმებმა და საურავებმა კომპანია შესაძლოა გაკოტრების რისკამდეც კი მიიყვანოს. სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობის დაზღვევა წარმოადგენს დამატებით უსაფრთხოების ზომას, რომელიც:
- ფარავს საგადასახადო ჯარიმებსა და საურავებს
- ამცირებს ფინანსურ რისკებს ბიზნესისთვის
- ზრდის მომსახურების სანდოობას
მიუხედავად იმისა, რომ ენთების 10+ წლიანი ოპერირების განმავლობაში, მკაცრი კონტროლის მექანიზმების შედეგად, პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა საგადასახადო ჯარიმები მომხმარებლებისთვის, მაღალი სტანდარტი ნიშნავს მზადყოფნას ყველაზე გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვისაც. სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობის დაზღვევა არის არა საჭიროების შედეგი, არამედ კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობის გამოხატულება.
სანდო პარტნიორი თქვენი ბიზნესისთვის
დღეს ენთები ყოველდღიურად ემსახურება 700-ზე მეტ კომპანიას და უზრუნველყოფს:
- საბუღალტრო მომსახურებას
- საგადასახადო მომსახურებას
- ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერას (ფინანსური რეპორტინგი, ბიუჯეტირება და ანალიზი)
ენთების მომსახურება დაფუძნებულია სიზუსტეზე, გამართულ პროცესებზე და მუდმივ კონტროლზე, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს უმაღლესი ხარისხი მასშტაბის ზრდის პირობებშიც.
2023 წელს "ენთები" გახდა თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს-დაჯილდოების გამარჯვებული და ასობით კომპანიას შორის მოიპოვა აღიარება "გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის".
ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ენთების მთავარი ღირებულება არის კლიენტი კომპანიების უსაფრთხოება, სიმშვიდე და წარმატება.