Entrepreneur ახალ პროექტს იწყებს!

გაიცანით Book & Wine!

Entrepreneur

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჟურნალი Entrepreneur ქმნის წევრობაზე დაფუძნებულ პლატფორმას ლოიალური მკითხველებისთვის, ვისაც იზიდავს ახალი აღმოჩენები და ახალი თავგადასავლები ახალ წიგნთან და ახალ ღვინოსთან ერთად...

ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს მუდმივად განვითარდეს, უკეთ შეიმეცნოს საკუთარი თავი, გარე სამყარო და ყოველთვიურად გაეცნოს საინტერესო ლიტერატურას სპეციალურად შერჩეულ ხარისხიან ქართულ ღვინოსთან ერთად.

წამოწყება მხარს უჭერს როგორც ქართული წიგნის გამომცემლებს, ისე ქართული ღვინის მწარმოებლებს. ასე რომ, თქვენს მიერ განხორციელებული შენაძენით არა მხოლოდ საკუთარ სულიერ სამყაროს, არამედ ქართველ ანტრეპრენერებსაც გაამდიდრებთ და საკუთარ წვლილს შეიტანთ ქართული ბიზნესის განვითარებაში. დახმარება და წახალისება კი მათ დღეს ძალიან სჭირდებათ.

ყოველთვიური საწევროს – 25 ლარის სანაცვლოდ მკითხველი მისთვის სასურველ მისამართზე ჟურნალ Entrepreneur-ის ახალ ნომერთან ერთად მიიღებს ახალ ღვინოს და ახალ წიგნს, რომელსაც ექსკლუზიურად კლუბის წევრებისთვის შეარჩევს და რეკომენდაციას გაუწევს Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძე.

წიგნების შერჩევა, ძირითადად, მოხდება ბიზნეს ლიტერატურიდან, ასევე ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ავტობიოგრაფიული ჟანრიდან, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ადამიანის ტრანსფორმაციასა და ჰარმონიულ განვითარებაზე.

კლუბის წევრებს წინასწარ გაეგზავნებათ შეტყობინება შერჩეული წიგნის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ კლუბის წევრს უკვე წაკითხული აქვს იგივე წიგნი ან სხვა მიზეზით არ სურს შემოთავაზებული წიგნი, მას მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება დამატებით მინიმუმ ორი წიგნიდან, საიდანაც წევრი თავად აირჩევს მისთვის სასურველ წიგნს, რომელსაც ჟურნალთან ერთად მითითებულ მისამართზე მიიღებს, გამოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

მაშ ასე! გახდი Entrepreneur-ის ახალი ექსკლუზიური კლუბის Book & Wine წევრი, იკითხე ჩვენთან ერთად საუკეთესო წიგნები, საუკეთესო ჟურნალი Entrepreneur და ისიამოვნე საუკეთესო ქართული ღვინოების მრავალფეროვანი არომატითა და უნიკალური გემოებით.

და მაინც, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ – რა შედის 25 ლარში?

  • წიგნი
  • ჟურნალი
  • ღვინო

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კლუბის წევრები თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.

მსურველებს Entrepreneur Shop-ის ვებგვერდიდან ხანგრძლივი ხელმოწერის გარდა შეუძლიათ ერთჯერადად შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნისა და ღვინის კომბინაცია სხვადასხვა საფასო კატეგორიაში.

Book & Wine პაკეტის შეძენა შესაძლებელია ბმულზე!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

"თრეველოპედია" - როგორ იქცა ჰობი ბიზნესად?!

"მოგზაურობის დროს ისეთი დადებითი ემოციებით ვივსები, რომ დაბრუნებულს ეს გრძნობა ხანგრძლივად მიმყვება. როდესაც სხვა ადამიანებს მოგზაურობას ვუგეგმავ, მგონია, რომ მათაც ამ სიხარულის მიღებაში ვეხმარები. ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანია"

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?