📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Entrepreneur-მა მეწარმე ქალთა მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრ კახეთს" (MCK) და Entrepreneur-ს შორის, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები კახეთის რეგიონში ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების ანტერპრენერული უნარების განვითარების მიზნით შემდეგ ამოცანებს განახორციელებენ: აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება; საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; დარგის სპეციალისტების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვის უზრუნველყოფა მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში; მცირე და საშუალო მეწარმე ქალთა და ახალგაზრდების პრაქტიკული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა; სხვა ღონისძიებების განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მიზნების მისაღწევად.

შეთანხმება ამავე დროს ითვალისწინებს, აქტიურ საინფორმაციო მხარდაჭერას საინფორმაციო სააგენტო www.knews.ge და https://www.entrepreneur.com/ge რესურსებზე.

entrepreneur-ის მთავარი რედაქტორის, გიორგი შარაშიძეს განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად ისეთ საინტერესო პროექტებს განახორციელებენ, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას.

,,ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთის რეგიონიდან მეწარმეებს გაცილებით ფართო აუდიტორიას გავაცნობთ. წინ ბევრი საინტერესო პროექტი გველის ასე, რომ ყველა მეწარმეს, მათ შორის, ქალ მეწარმეებსაც, მოვუწოდებ ჩაერთონ ამ საქმიანობაში და ერთად ბევრი სასარგებლო საქმე გამოგვივა",– განუცხადა knews.ge-ს გიორგი შარაშიძემ.

„მედია ცენტრი კახეთი " MCK რეგიონში ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს. მემორანდუმი პროექტის „მეწარმე ქალთა მხარდაჭერა Covid 19 ის დროს" ფარგლებში შემუშავდა, რომელის ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ არის მხარდაჭერილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან