Get All Access for $5/mo

Entrepreneurship World Cup-ის გამარჯვებული საქართველოდან სტარტაპი KIKLIKO გახდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneurship World Cup საერთაშორისო სტარტაპ კონკურსია, რომელშიც ყოველწლიურად 200 ქვეყნიდან 102,000-ზე მეტი სტარტაპი იღებს მონაწილეობას. პროექტი სტარტაპებს გლობალური აქსელერაციის პროგრამის დახმარებით, განვითარებასა და მასშტაბირებაში ეხმარება. კონკურსი GEN Georgia-ს, GITA, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ანტრეპრენერთა ასოციაციისა, The Crossroads-ისა და ბიზნეს აქსელერატორ "სპარკის" თანაორგანიზებითა და Entrepreneur-თან თანამშრომლობით.

Entrepreneurship World Cup-ის გამარჯვებული სტარტაპი გახდა ხმოვანი გიფების KIKLIKO, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ონლაინ გლობალურ სტარტაპ ბუთქემფში და ასეულში მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, 2023 წლის მარტის თვეში გაემგზავროს საუდის არაბეთში დაგეგმილ მეწარმეობის მსოფლიო თასის კონკურსის ფინალზე. აღნიშნულ ღონისძიებაზე გამარჯვებული სტარტაპებისთვის 1,000,000$-ის ფულადი ჯილდოა გამოყოფილი.

KIKLIKO წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც სოციალურ ქსელებში ხმოვანი გიფების გაგზავნის საშუალებას გვაძლევს. სტარტაპის თანადამფუძნებელი, სალომე მერებაშვილი, აღნიშნავს, რომ Entrepreneurship World Cup-ზე გამარჯვება მათი გუნდისთვის ახალი ბიზნესკონტაქტებისა და შესაძლებლობების მოძიების მნიშვნელოვანი საშუალებაა.

"ნებისმიერი მსგავსი გამარჯვება ჩვენნაირი სტარტაპისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან საშუალეა გვეძლევა უამრავ ადამიანს გავაცნოთ პროდუქტი, რომელიც მათ ყოველდღიურ რეალობაში გამოადგებათ. ასე უფრო მარტივად მივწვდებით მილიონობით ადამიანს და მივცეთ საშუალებას, ხმოვანი გიფები და ვიდეო მიმები ყოველდღიურად გამოიყენონ ჩვენი აპლიკაციებით, ინტეგრაციებით ან ვებგვერდებით.

რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ვფიქრობთ, რომ გლობალურ სტარტაპ ბუთქემფს აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ, რადგან ჩვენს გუნდს აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ტექნოლოგიური შესაძლებლობები. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, ახალი გამოცდილების გარდა, დაგვეხმარება ნეთვორქის გაზრდაში, რაც, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერიოდში ეს კონკრეტულ შედეგებშიც აისახება, იქნება ეს: პარტნიორთა ქსელი, ინტეგრაციები თუ ახალი ინვესტორები", - განმარტავს სალომე მერებაშვილი.

Entrepreneurship World Cup საქართველოში მესამედ ჩატარდა და ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ყოველწლიურად უფრო მასშტაბური სახე მიეცემა აღნიშნულ ღონისძიებას. ინოვატორთა შორის კონკურენცია კი საკმაოდ მაღალი იყო, აქედან გამომდინარე, გამარჯვებული გუნდი წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდა.

"კონკურსში 150 აპლიკაცია მივიღეთ, საიდანაც 8 ფინალისტი შეირჩა. მონაწილეებს ვაფასებდით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: პროდუქტის ინოვაციურობა, განვითარების პოტენციალი და გუნდის კვალიფიკაცია. ეს კონკურსი გამარჯვებულ სტარტაპს მისცემს შესაძლებლობას, პირველ რიგში, მონაწილეობა მიიღოს ონლაინ სტარტაპ ბუთქემფში, რომელშიც 200-მდე ქვეყანა იქნება ჩართული და თუ მოხვდებიან ასეულში, მათ სრულად დაუფინანსდება საუდის არაბეთში ფინალურ კონკურსში მონაწილეობა. აქ შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ მილიონ დოლარამდე ფინალური ჯილდო, პირისპირ შეხვდნენ ინვესტორებს და გლობალურ ბაზარზე განახორციელონ საკუთარი სტარტაპის პოპულარიზაცია", - აღნიშნავს მილანა ბაბაიანი, EWC პროექტის მენეჯერი.

გამარჯვებული სტარტაპის გარდა, Entrepreneurship World Cup-ზე პარტნიორმა ორგანიზაციებმა რჩეული გუნდები დაასახელეს და მათ ადგილობრივი პრიზები გადასცეს:

  • ანტრეპრენერთა ასოციაცია და ბიზნეს აქსელერატორი "სპარკი" შერჩეული სტარტაპებისთვის უზრუნველყოფენ მენტორშიპ სესიებს;
  • 3 რჩეული სტარტაპი მონაწილეობას მიიღებს Iliauni Zoomout-ის პრეაქსელერაციის პროგრამაში;
  • Fab Lab Iliauni კი 3 რჩეულ მონაწილეს პროტოტიპის შემუშავებაში დაეხმარება.
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი