Get All Access for $5/mo

Entrepreneurship World Cup - მეწარმეთა ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბილაინი

საქართველოში ანტრეპრენერობის მხარდასაჭერად და სტარტაპებისათვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, დღეს უკვე არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. თითოეული მათგანი მიმართულია ქვეყნის ინოვაციური და მასშტაბირებადი პროექტების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანისკენ, რაც შეუფასებელი სარგებლის მომტანია, როგორც საქართველოსთვის, ისე ცალკეული სტარტაპებისთვის.

სახელმწიფო და საჯარო უწყებების პარალელურად, კერძო სექტორის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროექტია Entrepreneurship World Cup-ის კონკურსი, რომელიც "გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველოსა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, და მობილურ ოპერატორ Beeline-ის მხარდაჭერით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრი − "ბილაინი" საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარებისა და სტარტაპ-ღონისძიებების აქტიური მხარდამჭერია, მეტიც − ეს კომპანიის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

2021 წელს ჩატარებულ "მეწარმეობის მსოფლიო თასის" კონკურსში, 200 ქვეყნის 150 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ფინალისტები ერთმანეთს მიმდინარე წლის ნოემბერში, რიადში, საუდის არაბეთში გამართულ Misk Global Forum-ზე შეხვდებიან.

"მეწარმეობის მსოფლიო თასი საქართველოს" ფინალური ღონისძიების გამარჯვებული, სტარტაპი Stack გახდა, რომელიც გლობალური აქსელერაციის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას და ნოემბერში უკვე, საუდის არაბეთში ცდის ბედს. სტარტაპის თანადამფუძნებელი − გიორგი ლალიაშვილი, რიადში $1 000 000-იანი ფულადი ჯილდოს მისაღებად, 200 ქვეყნის ეროვნულ გამარჯვებულთა შორის იბრძოლებს.

Stack-ის "ერგონომიული" ინტერნეტ-ბრაუზერი ვებკონტენტის ორგანიზებასა და ნავიგაციის პროცესის გამარტივებაში ეხმარება. EWC-ის გლობალური ფინალის წინ, Stack მონაწილეობას მიიღებს აქსელერაციის პროგრამაში, გაივლის ვირტუალურ ტრენინგსა და ინდივიდუალური მენტორობის სესიას.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, სტარტაპ Stack-ის დამფუძნებელს, გიორგი ლალიაშვილს გავესაუბრეთ:

"Stack ქმნის ახალ, უპრეცედენტოდ ეფექტურ მეთოდს ინტერნეტთან სამუშაოდ. ჩვენი ამოცანაა, ადამიანებს გავუმარტივოთ და გავუუმჯობესოთ ვირტუალური კავშირი ერთმანეთთან და იმ ციფრულ ხელსაწყოებთან, რომლებიც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. დღესდღეობით, ინტერნეტში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან თუ აპლიკაციასთან წვდომისათვის ყველაზე ფართოდ ინტერნეტ-ბრაუზერები გამოიყენება, რომელთა უმრავლესობა გასული საუკუნის ბოლოს შექმნილ კონცეფციას და დიზაინს ეფუძნება. სწორედ ამიტომ, Stack-ის პირველი პროდუქტი ალტერნატიული ინტერნეტ-ბრაუზერია", − აცხადებს გიორგი ლალიაშვილი.

Stack-ის დამფუძნებელს Entrepreneurship World Cup-ის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეც ვესაუბრეთ. გიორგიმ აღნიშნა, რომ "EWC იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებისთვის, რათა მათ სწრაფად და ეფექტურად მიაწვდინონ ხმა თავიანთ მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მიიპყრონ საკუთარ ინდუსტრიაში წამყვანი მოთამაშეების ყურადღება სამომავლო პარტნიორობისთვის, განავითარონ ძლიერი სანაცნობო ქსელი მათსავე ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვის".

გიორგის თქმით, საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემა, საბედნიეროდ საკმაოდ სწრაფად ვითარდება. თუმცა, ქვეყნის სიმცირიდან გამომდინარე, სწრაფი განვითარების ტემპის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ქართული სტარტაპების ხელშეწყობა საერთაშორისო გაფართოებისა და გლობალურ ასპარეზზე გასვლის კუთხით.

"კონკურსის პირველ ეტაპზე მივიღეთ მნიშვნელოვანი და საინტერესო რჩევები საპრეზენტაციო ღონისძიებისთვის მომზადების კუთხით. შემდეგ ეტაპზე ველოდებით ჩვენი კომპანიისა და მისი განვითარების ეტაპის შესაბამისი გამოცდილების მქონე მენტორთან დაკავშირებას, რომელიც პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარება", − აღნიშნავს გიორგი ლალიაშვილი, − "MISK-ისთვის მომზადების პროცესში ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მესიჯი ფორუმის აუდიტორიის მიმართულებით. ვამზადებთ ვიზუალურ მასალას და თავს ვუყრით ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენი აზრით, მსმენელისთვის საინტერესო იქნება".

"მეწარმეობის მსოფლიო თასი − საქართველოს" ფინალური ღონისძიების მეორეადგილოსანი, სტარტაპი Dinespace გახდა. რა არის Dinespace? − ალბათ ყველა ყოფილა სიტუაციაში, როდესაც დაღლილი და მშიერი მიდიხარ რესტორანში, მაგრამ მიმტანის ლოდინს, კერძის შეკვეთას, შემდეგ მის მომზადებასა და ანგარიშის გადახდას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, რაც დისკომფორტს გვიქმნის. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა სტარტაპი Dinespace, რომელიც შესაძლებლობას გვთავაზობს, თავად ავირჩიოთ ლოდინის სასურველი დრო, კერძი, რესტორანში მისვლამდე წინასწარ განახორციელო შეკვეთა და აპლიკაციით გადაიხადო ანგარიში. კვების დაწესებულებაში მისვლისთანავე, მივიღებთ წინასწარ შეკვეთილ კერძს, რომლის ღირებულება უკვე გადახდილი გვაქვს, რაც უამრავ დროს გვიზოგავს. ეს განსაკუთრებით საინტერესოა დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის, ვისაც ხანმოკლე შესვენებების გამო, სადილის მირთმევა ოფისში უწევთ.

Dinespace-ის EWC-ში მონაწილეობისა და სტარტაპის გამოცდილების შესახებ, მის დამფუძნებელს, მიქაელ ჩიქოვანს გავესაუბრეთ. როგორც მიქაელი ამბობს, "Entrepreneurship World Cup, ყველა სახისა და განვითარების ყველა ეტაპზე მყოფი მეწარმეებისთვისაა შექმნილი. ეს გლობალური კონკურსი, ვირტუალურ ტრენინგსა და მენტორინგზე წვდომას უზრუნველყოფს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა სტარტაპისთვის. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილეობა მეწარმეებს დამოუკიდებელი საქმის დაწყებასა და არსებული ბიზნესის გაფართოებაშიც ეხმარება".

მიქაელი აღნიშნავს, რომ საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემა, დროთა განმავლობაში, უამრავი სხვადასხვა სახის სასარგებლო შესაძლებლობის წყალობით ვითარდება და იზრდება. მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემისთვის უცხოურ ბაზრებზე გასვლაა, რაც ძალიან კომპლექსურია და ხშირ შემთხვევაში, დიდ კაპიტალს მოითხოვს.

"ამ კონკურსში მონაწილეობამ უდიდესი და რაც მთავარია, ძალიან პოზიტიური გამოცდილება შეგვძინა, ამან კი ჩვენი სამომავლო ხედვების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა", − გვიამბო DineSpace-ის დამფუძნებელმა, მიქაელ ჩიქოვანმა.

"ბილაინი" სტარტაპებთან სხვადასხვა მოდელით თანამშრომლობას, იქნება ეს საერთო პროექტების დაგეგმვა თუ მათი განხორციელება, აქტიურად განაგრძობს, რითაც საქართველოში მეწარმეობის განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია