📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''ეპიზოდი'' - პირველი მაღალტექნოლოგიური სასტუმრო აღმოსავლეთ ევროპაში ინოვაციური სასტუმრო თბილისში 21 ოქტომბერს იხსნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეპიზოდი

სასტუმრო "ეპიზოდი" - სულ მალე ეს სწორედ ის ადგილი გახდება, სადაც მის განსაკუთრებულობას მაღალტექნოლოგიურ სერვისებსა და სტუმრების სრულად განსხვავებულ მასპინძლობაში იგრძნობთ. აქ ყველა დეტალში მომავლის იდეა და მისკენ გადადგმული ნაბიჯები შეინიშნება. "ეპიზოდში" სტუმარს არცთუ ტრადიციულად დახვდებიან. მეტიც - ამ პროცესში მომსახურე პერსონალი მონაწილეობას მინიმალურად მიიღებს.

აქაურ სივრცეში შემობიჯებულ სტუმარს კომპასის ფუნქციას საკუთარი სმარტფონი გაუწევს და ის თავად შეძლებს რეგისტრაციის გავლას, ელექტრონული გასაღების აღებას, პერსონალთან კომუნიკაციას და კიდევ სხვა სასურველი, ნებისმიერი სერვისის მიღებას. სიტყვა "ინოვაციური" თუ სიტყვა "დასვენებასთან" ერთად შეგვიძლია წარმოვთქვათ, ეს უკვე სასტუმრო "ეპიზოდის" კონტექსტში სრულიად რელევანტური ხდება. მისგან გამოწვეული მძაფრად სასიამოვნო შთაბეჭდილებები კი დიდხანს გამყოლი.

მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული არერთი სირთულისა, სასტუმრო 21 ოქტომბერს მაინც გაიხსნება. ფაქტია, რომ მონატრებული მოგზაურობის სურვილი ადამიანებში სულ უფრო მძაფრდება. ამისთვის ნელ-ნელა საქართველო და ქართული ტურიზმის ინდუსტრიაც თადარიგს იჭერს. კიდევ უფრო განსაკუთრებით კი ახალბედა სასტუმრო "ეპიზოდი", რომელიც 118 ნომრითა და აღმოსავლეთ ევროპაში სრულად ტექნოლოგიური მომსახურების შესაძლებლობით, განსაკუთრებით ემზადება.

"ჩვენი სასტუმრო სხვადასხვა მოთხოვნისა და გემოვნების ოთახებთან ერთად მოიცავს: კაფე ბარს, საკონფერენციო და სპორტულ დარბაზს, საზიარო სამუშაო სივრცეებს და ჩვენს ულამაზესს და მყუდრო ბაღის ტერიტორია - ატრიუმს. ჩვენ ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც სტუმარს განტვირთვასთან ერთად საშუალება აქვს აკეთოს თავისი საქმე გულდასმით. სასტურმო ღიაა ყველა მოგზაურისთვის. აქ კომფორტული დასვენება, სასტუმროს ელეგანტურ და ტრენდულ დიზაინს ჰარმონიულად ეწრყმის. "ეპიზოდის" უნიკალურობა მისი დისტანციური გაღების სისტემაშია, რომლის მეშვეობითაც სტუმარს საკუთარი ოთახით სარგებლობა ციფრული ინსტრუმენტის მეშვეობით შეუძლია. ელექტრონული გასაღები სრულად არის ინტეგრირებული სასტუმროს აპლიკაციაში. ის გამორიცხავს მასთან ფიზიკური შეხების საჭიროებას. ამავდროულად, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა გააკონტროლონ და გაუზიარონ მათთან ერთად მყოფ სხვა პირებს ციფრული გასაღებები, ისევე როგორც აპლიკაციაში არსებული სხვა ყველა სერვისი. თითოეული სტუმარი, რომელიც შემოაღებს "ეპიზოდის" კარს, გვინდა მომავლისა და ინოვაციების სამყაროში გადავიყვანოთ, სადაც რეალობის აღქმა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი და შთამაგონებელი იქნება. მოლოდინები კი ისეთი, როგორსაც აქამდე ვერ კი წარმოიდგენდნენ", - გვპირდებიან სასტუმრო "ეპიზოდის" მესვეურები და 21 ოქტომბრიდან ახალ სივრცეში, ახალი გამოცდილებების შესაძენად გველიან.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ისტორიული აღიარება - "პორშე ცენტრი თბილისს" მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

"პორშე ცენტრი თბილისმა" ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია