Sponsored Content

ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლების კონკურსში საქართველოს ბანკის რჩეული გამოვლინდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ინიციატივას ახორციელებს და უჭერს მხარს.

მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ფინანსური განათლების დონის ამაღლების და ამ მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის "ფინანსური განათლება სკოლაში" მხარდამჭერია.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 65-მა კონკურსანტმა მიიღო, მათგან კი ფინალურ ტურში 20 მასწავლებელი გადავიდა.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეემუშავებინათ საკლასო აქტივობებში ფინანსური განათლების კომპონენტების ინტეგრირების სახალისო გზები, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ფინანსური განათლების მიმართ ინტერესის ჩამოყალიბებას და ფინანსური განათლების საკითხების შესწავლის პროცესის ეფექტურობის ზრდას.

შედეგად, ჟიურიმ სამი გამარჯვებული დაასახელა. დამატებით საქართველოს ბანკმა საკუთარი რჩეული გამოავლინა - სურამის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი, ინგა გოგალაძე. მისი იდეა დაზოგვის/პირადი ბიუჯეტირების კატეგორიაში იყო წარდგენილი და არდადეგების ფინანსურ დაგეგმვას შეეხებოდა.

საქართველოს ბანკმა ერთ-ერთ გამარჯვებულს და საკუთარ რჩეულს ფულადი ჯილდოები გადასცა.

"საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებას და ახალგაზრდებში ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ კუთხით, ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას საქართველოს ეროვნული ბანკის მასწავლებლების კონკურსი წარმოადგენს. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მასწავლებელთა დაინტერესებას ფინანსური განათლებით, მოახდინოს მისი სხვადასხვა ასპექტის პოპულარიზაცია და ფინანსური წიგნიერების საკითხების დამხმარე მასალების შეკრება. რაც თავისთავად, სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდას განაპირობებს. გვახარებს კონკურსის მიმართ გამოვლენილი დაინტერესება და მონაწილეების მხრიდან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფინანსური განათლების მიმართ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინტერესი", - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლების კონკურსი ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს", საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანაორგანიზებით, პარტნიორ კომპანიებთან ერთად გაიმართა.

Related Topics

მენეჯმენტი

"ძველით ახალი" თანამშრომელი

ყოველი ახალი თანამშრომელი დამატებითი ცოდნისა და გამოცდილების, ახალი ხედვისა და იდეის წყაროა კომპანიისთვის