Black Friday Sale! 50% Off All Access

ერთგული კიბერნაგაზი ბავშვთა უსაფრთხოებისთვის - BTU-სა და Neutrino Georgia-ს ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი ჩატარდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეებიც, რომლის გაკონტროლება და გაფილტვრა სულ უფრო რთული ხდება მათთვის, ვისაც საფრთხის შემცველი კონტენტისგან ბავშვების დაცვა სურთ. სწორედ ამ მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Neutrino Georgia-ს ორგანიზებით, 18-21 ნოემბერს ჰაკათონი Doggo 1.0 გაიმართება.

ჰაკათონის მიზანია, მონაწილეებმა შექმნან კიბერნაგაზი DOGGO − ვირტუალური ძაღლი, ინტერნეტ-ბრაუზერის გაფართოება (extension), რომელიც ბავშვებს ინტერნეტში არსებული სახიფათო და არარელევანტური საიტებისგან დაიცავს. ვიზუალური და გრაფიკული თვალსაზრისით, სისტემა რეალიზებული უნდა იყოს ძაღლის (ნაგაზის) სახით, რომელიც დარბის ეკრანზე და ვებგვერდების გამოძახებისას, მათი შინაარსობრივი კატეგორიებიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე ასრულებს სხვადასხვა ქმედებას.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ BTU-ს სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს: თითოეული გუნდი BTU-ს 3 სტუდენტისგან იქნება ფორმირებული, რომელსაც სკოლის ერთი მოსწავლეც დაემატება.

გამარჯვებული გუნდი პროფესიონალებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პროექტის განხორციელებაში და ამასთან, ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, დასაქმდნენ/სტაჟირება გაიარონ Neutrino-ში. გარდა ამისა, გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ ფულად ჯილდოებს:

  • I ადგილი − ₾5 000
  • II ადგილი − ₾3 000
  • III ადგილი − ₾2 000

"ინტერნეტი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია, მაგრამ რამდენადაც ის უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს განათლების მისაღებად, მასთან ერთად უამრავ რისკს შეიცავს. სწორედ ამიტომ, პერიოდულად, ბავშვებისთვისა და ოჯახებისთვის ვახორციელებთ ტრენინგებს ციფრული წიგნიერების, კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთ ინტერნეტის შესახებ. DOGGO 1.0 ჰაკათონის მიზანიც კიბერსაფრთხეების მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა და გვაქვს მოლოდინი, რომ BTU- სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ერთად შექმნიან სისტემებს, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტსივრცეს უზრუნველყოფს", განმარტავენ BTU-ში.

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის იყოს ნათელი პრობლემა, რაც კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებს ახლავს და ამასთან, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ თავად ბავშვები და მოზარდები უსაფრთხო ინტერნეტსივრცის შექმნაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰაკათონზე შექმნილი პროდუქტები იქნება ბავშვებისთვის საინტერესო იმდენად, რამდენადაც მას ექნება თამაშის ფორმა. როგორც წესი, ბავშვი ყველაზე ეფექტიანად მაშინ ითვისებს ინფორმაციას, თუ მას საინტერესო თამაშის ფორმა აქვს. სხვა შემთხვევაში, მეტად რთულია მათი ჩართულობა და კონტრიბუცია ამ ყველაფერში. შესაბამისად, კიბერნაგაზის შექმნა არის ფორმატი, რომელიც ვფიქრობთ, ბავშვებისა და მოზარდების მეტ ინტერაქციას გამოიწვევს.

სამომავლოდ, კიბერნაგაზი დაკავშირებული იქნება მონაცემთა ბაზებთან, სადაც ასახულია ინფორმაცია მავნე საიტების შესახებ. ბავშვები და მოზარდები შეძლებენ, თავადაც მიიღონ მონაწილეობა პროცესებში და ინტერნეტ-ბრაუზერ Extension-ის მომხმარებლებს მიაწოდონ ინფორმაცია სხვა საფრთხის შემცველი ვებგვერდების/კონტენტის შესახებ. მათი ჩართულობის შედეგად, კიბერნაგაზიც განვითარდება და მეტად შეუწყობს ხელს ბავშვებისთვის უსაფრთხო კიბერგარემოს შექმნას", აღნიშნავს გიორგი სოფრომაძე, Neutrino Georgia-ს CCO.

ჰაკათონის ჩატარების ვადები:

  • 18 ნოემბერი, 19:00 საათი − ჰაკათონის გახსნა და დავალების წარდგენა, მუშაობის დაწყება
  • 19 ნოემბერი − მუშაობა დავალებაზე
  • 20 ნოემბერი − მუშაობა დავალებაზე
  • 21 ნოემბერი, 10:00 საათი − დავალებაზე მუშაობის დასრულება და საბოლოო ნამუშევრის გადმოგზავნის ბოლო ვადა
  • 21 ნოემბერი, 14:00 საათი − პრეზენტაციები და გამარჯვებულის გამოვლენა

BTU-ს სტუდენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე.

სკოლის მოსწავლეების დამატებას გუნდში უზრუნველყოფს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

კომპანია "რემოდელი" ნებისმიერი სირთულის სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს გთავაზობთ

განაახლე ნებისმიერი ფართი სწრაფად და მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე