Get All Access for $5/mo

EVA ID37-ის ექსკლუზიური პარტნიორი ხდება და HR პროფესიონალებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კომპანია EVA, რომელიც საქართველოში 2020 წელს ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის მისიით დაფუძნდა და ამის შესასრულებლად მათ ადამიანური რესურსებისა და ადამიანური კაპიტალის სწორი და ეფექტიანი მართვით ეხმარება, წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ასრულებს. EVA საქართველოში გერმანული კომპანია ID37 GmbH-ის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი ხდება, რომელიც როგორც თავად კომპანიას, ასევე საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს ახალი შესაძლებლობების არეალს უხსნის.

ID37 მოტივებზე დაფუძნებული პიროვნების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც შექმნილია HR პროფესიონალების, კონსულტანტების, ქოუჩებისა და ტოპ მენეჯერებისათვის, ვინც გავლენას ახდენს ორგანიზაციის ტრანსფორმაციულ პროცესებზე და სურთ, უკეთ გაიაზრონ ადამიანის ზრდისა და განვითარების პროცესი სწორი მართვისთვის.

როგორც EVA-ს დამფუძნებელი სალომე არღვლიანი გვიყვება, ID37 გადაწყვეტილებები წარმატებულობითა და ეფექტურობით გამოირჩევა, რადგან ისინი საგანგებოდ მორგებულია თითოეული ადამიანის შინაგან პოტენციალზე. მოდელი 16 განსხვავებული მოტივის ანალიზით ადამიანის იდენტობას (IDentity) ადგენს და საშუალებას აძლევს როგორც ცალკე ინდივიდს, დაგეგმოს საკუთარი პირადი თუ პროფესიული განვითარება, ასევე ეხმარება ორგანიზაციას სტრუქტურის ოპტიმიზაციაში, გუნდის ეფექტურ დაკომპლექტებასა და ადამიანური რესურსებისა თუ კაპიტალის სწორად მართვაში.

HR პროფესიონალებს და ქოუჩებს, ID37 Master სერტიფიკატის მიღების შემდეგ წვდომა მონაცემთა ბაზასთან აქვთ, რომელშიც მენეჯერებისა და თანამშრომლების პიროვნული სტრუქტურებია მოცემული. თითოეული პროფილი თითოეული ადამიანის შინაგან მოტივაციას და უნიკალურ პოტენციალს ასახავს. ელექტრონული ბაზა და პლატფორმა HR მენეჯერს საშალებას აძლევს ციფრულად, ინდივიდუალურად და მაღალეფექტურად დაგეგმოს პერსონალის განვითარებისა და ორგანიზაციის ეფექტიანობი ზრდის ნაბიჯები.

"ვინ ვარ მე?"- პასუხი, განსაზღვრავს ადამიანის იდენტობას და სწორედ ამას ასახავს ID37, ID-identity ხოლო 37–სხეულის ტემპერატურა, რომელშიც ადამიანი ყველაზე კომფორტულად და კარგად გრძნობს თავს. ID37ის უნიკალური გუნდი, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგებს, მეცნიერებს, ტექნიკურ ექსპერტებს, ინოვატორებსადა მოტივატორებს, ნეთვორქერებსა და ქოუჩებს ერთი მთავარი მისიის ირგვლივ ერთიანდებიან-დაადგინონ თითოეული ადამიანის უნიკალურ იდენტობა, აღმოაჩინონ მთავარი მოტივები და ხელიშეუწყონ მუდმივი განვითარების პროცესს. სწორედ ამ უნიკალური პროცესის უკეთ აღსაქმელად, 26 ნოემბერს პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართა HR პროფესიონალებთან, სადაც ID37 მოდელის დეტალურ დახასიათებასთან ერთად მსმენელებმა გაიზიარეს გერმანიის კოკა-კოლას სათაო ოფისის შესაძლებლობების განვითარების მენეჯერის პირადი "საუკეთესო პრაქტიკა" რეკრუტინგისა და განვითარების პროცესში ID37 მოდელის ეფექტურად გამოყენების შესახებ",- გვიყვება სალომე არღვლიანი.

2020 წლის ბოლოს EVA არც ამაზე ჩერდება და საახალწლოდ ID37-თან ერთად HR პროფესიონალებს სასაჩუქრე სიახლეს სთავაზობს. ID37 ტესტის შეძენის შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ მიიღონ კონსულტაცია (Zoom ინტერვიუ) ID37 მასტერისგან, დეტალურად გაიარონ შედეგები და გაანალიზონ მთავარი მოტივები, რათა გადააფასონ თავიანთი შესაძლებლობები და უკეთ დაგეგმონ საკუთარი განვითარება.

2020 წლის თანმხლები გამოწვევების მიუხედავად, წლის ნაყოფიერად დასრულების შემდეგ კი EVA არანაკლებ აქტიურ 2021 წელს აანონსებს. ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერისთვის ის რამდენიმე პროექტს გეგმავს, რომელიც მათ არაერთი მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ჰპირდება. მანამდე კი ყველაფერი არსებულის სწორი შეფასებითა და შესაბამისი ორგანიზაციული ინსტრუმენტების ამოქმედებით იწყება.

"საკუთარი თავის განვითარება EVA-სთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია მუდმივი პროცესია. დღეისათვის, როგორც გერმანული კომპანია TCI-ს ოფიციალური წარმომადგენელი, HR პროფესიონალებს ვთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ორგანიზაციისათვის ISO 10667 1/2 სერტიფიცირებას. ამ მიმართულებით მომავალი წლიდან აქტიურად დაიწყება ონლაინ ვებინარები, დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ასევე, პროექტი AURA, რომელიც პარტნიორ კომპანია Mental Hub-თან ერთად ხორციელდება, ჯანსაღ კორპორაციულ კულტურასთან ერთად კორპორაციული ეთიკის მიმართულებითაც დაიწყებს ორგანიზაციებთან მუშაობას.

ელექტრონული პლათფორმა e-valuate.me კი თავისი შესაძლებლობებს ეტაპობრივად წლის მანძილზე გამოავლენს და განვითარების საინტერესო და ინოვაციურ შესაძლებლობებს შესთავაზებს მომხმარებლებს.

2021 წელს EVA გირჩევს: შეაფასე. გაუმჯობესდი", - სალომე არღვლიანი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია