Get All Access for $5/mo

''ევროპის ინოვაციების აკადემიის'' ინოვაციისა და მეწარმეობის ლიდერობის ბანაკს საქართველო უმასპინძლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2022-23 წლებში, ევროპის ინოვაციების აკადემიის "ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი" საქართველოში, ბათუმში ჩატარდება. მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამაში მონაწილეობას წელს ასი, ხოლო მომავალ წელს, სამასამდე სტუდენტი მიიღებს.

ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვა კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. 2022 წლის სექტემბერში, პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ჩატარდება.

პროგრამის ფარგლებში, "ინოვაციის და მეწარმეობის ლიდერობის ბუტკემპი / ბანაკი" დაარსდება, რომელიც თავს მოუყრის ას (100) სტუდენტს საქართველოდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ბუტკემპში სასწავლო პროგრამას წარმართავენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

EIA პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან უნივერსიტეტში (ან დაასრულეს მიმდინარე წელს), დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ მეწარმეობა და განიხილავენ ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას. ბუტკემპში სწავლა ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. 2013 წლის შემდეგ, როდესაც განხორციელდა პირველი პროგრამა, EIA-მ შეძლო განათლება მიეცა ოთხმოცდახუთი ქვეყნიდან წარმოდგენილი 17,000 სტუდენტისთვის. EIA-ს პროგრამა უნიკალურია თავისი შინაარსის, სტრუქტურის, მიდგომის და მეწარმეობის დარგის სწავლების მხრივ. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. 2018 წელს, გაზეთმა "Financial Times"-მა (ლონდონი) EIA შეიყვანა ევროპის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული პიონერების სიაში.

აღნიშნული პროგრამის ჩატარება მომავალ წელსაც არის გათვალისწინებული და 2023 წლის ზაფხულში, EIA გეგმავს წამოიწყოს განახლებული, ორ კვირიანი პროგრამა სამასი (300) სტუდენტისთვის საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2023 წლის პროგრამაში ჩართული იქნება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, Google-ი, Facebook-ი, nVidia, ასევე, მრავალი ეგრეთ წოდებული "ენჯელ ინვესტორები" და ვენჩურული კაპიტალისტები სილიკონის ველიდან და ევროპიდან. მომდევნო წლებში, EIA გეგმავს გაზარდოს სტუდენტების რიცხვი ხუთასამდე (500).

EIA პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან შემდგარ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში.

EIA პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების სისტემის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მეწარმეთა ჩამოყალიბებას. EIA პროგრამის დაარსება და მისი განხორციელება წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში.

ბანაკში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შემდეგი აპლიკაცია უნდა შეავსონ ამა წლის 22 აგვისტომდე: https://www.inacademy.eu/georgia/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია