Get All Access for $5/mo

Extra.ge-ს და Mastercard-ის ერთობლივი ღონისძიება extra.ge 500-ზე მეტი მაღაზიის 104 000 პროდუქტს აერთიანებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

4 ოქტომბერს, სასტუმრო სტამბაში extra.ge-მ და Mastercard-მა პარტნიორ მაღაზიებთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება შეაჯამეს. extra.ge ციფრული მაღაზიების ის პლატფორმაა, რომელზეც მომხმარებელი 500-ზე მეტი მაღაზიის 104 000 პროდუქტს აერთიანებს და ამ ციფრებით ყველაზე ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა ბაზარზე. Mastercard-თან თანამშრომლობის შედეგად უკვე 2 წელზე მეტია მომხმარებელს არაერთ ინოვაციას სთავაზობს. ღონისძიებაზე extra.ge-ის პარტნიორი მაღაზიების წარმომადგენლებმა კომპანიის განვითარების ხედვასა და ელექტრონული კომერციის მომავალზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციის პირველ ნაწილი extra.ge-ის დირექტორმა ანზორ მანწკავამ და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელმა ქაქუცა ჯიქიძემ წარმოადგინეს. ანზორ მანწკავამ ბოლო ორი წლის წარმატებული შედეგები შეაჯამა, ხოლო, ქაქუცა ჯიქიძემ ისაუბრა მაღაზიების სამართავი პანელის უპირატესობებსა და მისი განვითარების გეგმაზე.

მოკლე პერიოდში გაიზარდა პარტნიორი მაღაზიების რაოდენობა და დღეისთვის იგი 568-ს შეადგენს. მაღალია მომხმარებელთა ლოიალურობის მაჩვენებელიც, რაც კომპანიის მიდგომით, იყოს კონცენტრირებული მომხმარებელთა ბედნიერებასა და ადამიანურ ურთიერთობებზე, არის განპირობებული.

სტუმრები ასევე გაეცნენ იმ დამატებით შესაძლებლობებს, რომლებიც გააუმჯობესებს თავიანთი პროდუქციის ცნობადობასა და გაყიდვების ხარისხის. დაანონსდა მაღაზიების სამართავი პანელის ახალი ფუნქციები, რაც პარტნიორებს გაუმარტივებს საკუთარი მაღაზიის ციფრული ფილიალის ეფექტიანად მართვას.

ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა პანელური დისკუსია. ანზორ მანწკავას (extra.ge) მოდერატორობით ელ.კომერციის გამოწვევებზე ისაუბრეს სტრატეგიულმა პარტნიორებმა დავით ზღუდაძემ (Mastercard); ვალერი ბოკუჩავამ (Elite Electronics); ხატია ტყებუჩავამ (BEKO); სალომე გუგეშაშვილმა (iTechnics); გვანცა მიქუჭაძემ (Xiaomi) და მარიამ ტყაბლაძემ (ICR). დისკუსიის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ელექტრონული კომერციის აუცილებლობა დღევანდელობასთან მიმართებაში. დაისვა კითხვები ციფრული ფილიალის გახსნის საჭიროებასთან დაკავშირებით, რასაც მონაწილეებმა ამომწურავად უპასუხეს და აღნიშნეს, რომ დღესდღეისობით ფიზიკური დიდი და მცირე მაღაზიებისთვის ციფრული ფილიალის ქონა აუცილებელია, რადგან, მომხმარებელთა ქცევა იცვლება და მაღაზიებში სიარულიდან ონლაინ შოპინგს ანიჭებენ უპირატესობას.

extra.ge უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს განვითარებას. ციფრული მაღაზიების პლატფორმა ახალი კატეგორიების დამატებას გეგმავს, Mastercard კი კვლავ აპირებს ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით ქართული ბიზნესის მხარდაჭერას.