Get All Access for $5/mo

Facebook იძირება, ანუ რა ბედი ელის ''ინფლუენსერ მარკეტინგს''?

By Ismael El-Qudsi

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Facebook-ის გათიშვამ მილიონობით მომხმარებელზე მოახდინა გავლენა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ქონთენთის შემქმნელებზეც, რომლებიც სოციალურ ქსელებში პუბლიკაციებითა და თანამშრომლობით ირჩენდნენ თავს, ან როგორც მინიმუმ, ამ გზით დამატებით შემოსავალს იღებდნენ.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თითქმის ექვსი საათის განმავლობაში იყო გათიშული Facebook, Instagram და მათი სერვისების მთელი ქსელი, WhatsApp-ისა და შიდა საკომუნიკაციო საშუალებების ჩათვლით. მართალია, ეს ფაქტი ერთი თვის შემდეგ აღარავის მიაჩნდა დიდ კატასტროფად, მაგრამ ინფლუენსერთა სამყაროსათვის ეს 6 საათი მარადისობის ტოლფასი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მარკ ზაკერბერგის მიერ დაარსებული ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორები სიტუაციის მოგვარებას Twitter-ზე შეტყობინებებით, პლატფორმის გათიშვის აღიარებით ცდილობდნენ.

სერვისის შეწყვეტას, მის ხელახალ გააქტიურებასა და Facebook-ის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებას შორის გასულმა რამდენიმე საათმა, ამ სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვა პლატფორმებზე გადაიყვანა და გარდა ამისა, უამრავი ინტერნეტ-"მიმი" გაავრცელა (ბევრი მათგანი მართლაც გასაოცარი იყო). თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის იუმორით მიღება ცუდი ნამდვილად არ იყო.

ხუმრობა იქით იყოს და, ამ მოვლენებმა ძალიან ძლიერი, სერიოზული ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა სფეროზე, რადგან Facebook მთავარი პლატფორმაა შეტყობინებების გასაცვლელად, პირდაპირი სტრიმინგის, ვირტუალური რეალობისა და მრავალი სხვა ციფრული სერვისისათვის.

ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა მაგალითად ინდოეთი, Facebook ინტერნეტის სინონიმია. მთელ მსოფლიოში 3,5 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს Facebook-ს, Instagram-ს, Messenger-სა და WhatsApp-ს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. ამასთან ერთად, რეკლამისა და ქონთენთის შექმნის გზით შეტყობინებების გასავრცელებლად და საკუთარი ბიზნესის მასშტაბების გასაზრდელად.

რა გავლენა მოახდინა ამ მოვლენამ ინფლუენსერ-მარკეტინგზე?

ის ექვსი საათი მთლიანად დაეთმო მილიონობით "მემესა" და ხუმრობას, ბევრისთვის კი სერიოზული შეშფოთების მიზეზი გახდა, რადგან, მართალია, გარკვეულმა სექტორმა შვებით ამოისუნთქა Facebook სამყაროსგან დასვენების წყალობით, მაგრამ ბევრს ის აინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუ Facebook, Instagram და WhatsApp საერთოდ აღარასოდეს დაბრუნდებოდნენ.

ამ შეფერხებამ ერთობლივი პროექტებიც შეაჩერა და დაფინანსებული ქონთენთიც, რომლებიც ძალიან კარგად იყო დაგეგმილი. როდესაც ინფლუენსერებს პუბლიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ, ეს მათთვის შემოსავლის დაკარგვას ან მის დაგვიანებას ნიშნავს.

არ დაივიწყოთ, რომ Instagram არის პლატფორმა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ინფლუენსერები ფასიანი კამპანიების ჩასატარებლად. ჯერ კიდევ 2020 წლის კვლევამ დაამტკიცა, რომ Instagram-ი მარკეტინგული კამპანიების "დედოფალია" საკუთარი ინფლუენსერებით, განსაკუთრებით კი, სარეკლამო აგენტებით, რომლებსაც მხოლოდ მიკრო და ნანოინფლუენსერები იზიდავთ, ანუ პროფილები, მინიმუმ 100 000 მიმდევრით (89%).

როდესაც კავშირი წყდება, ქონთენთის შემქმნელები კონტაქტს კარგავენ აუდიტორიასთან, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ ჩართულობაზე და ისინი შემოსავლის მთავარ წყაროსაც კარგავენ.

რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ?

Facebook-მა სერვისის გათიშვის ერთ-ერთ მიზეზად შიდა საკომუნიკაციო ინსტრუმენტების მუშაობის შეწყვეტა დაასახელა, რამაც პლატფორმის კრიზისზე რეაგირების უნარი შეაფერხა.

ეს ისტორია მხოლოდ შეხსენებაა იმისა, რომ კრიზისის პირობებში კომუნიკაციის განხორციელების გეგმებში დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს შეტანილი ინფრასტრუქტურასა და მეორად საკომუნიკაციო სისტემებზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, სრულიად ნათლად და დეტალურად იყოს განსაზღვრული, როგორ უნდა შეძლოს ორგანიზაციამ დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირება, თუ იგი კიბერშეტევის სამიზნე გახდება და ელ.ფოსტაზე დაკარგავს წვდომას.

ამჯერად სრულიად აშკარად გამოჩნდა, რომ როდესაც სოციალური ქსელების ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გაითიშა, გამოჩნდნენ სხვები, რომლებმაც შეძლეს და საკუთარ თავზე აიღეს ლიდერობა, რადგან თავბრუდამხვევი სოციალური აქტივობა არასოდეს წყდება.

ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ისარგებლეს ამ გათიშვით გასულ თვეს Twitter-მა, Snapchat-მა და TikTok-მა. ბევრი ინფლუენსერი ამ ქსელებზე იყო ფოკუსირებული და მათ მხოლოდ აუდიტორიასთან კავშირის შესანარჩუნებლად კი არა, ბრენდების წინაშე თავისი ვალდებულებების შესასრულებლადაც იყენებდა.

ქონთენთის შემქმნელებს ვურჩევდი, დივერსიფიკაციაზე ეფიქრათ და არასოდეს დაევიწყებინათ − მართალია სოციალური ქსელები მის გამოსაყენებლად არსებობს, მაგრამ არაფერი იძლევა გარანტიას, რომ მომავალშიც არ მოხდება მსგავსი ინციდენტი.

აუცილებლად უნდა არსებობდეს საგანგებო გეგმები მოვლენების ამგვარი განვითარებით განპირობებული ზარალის შესამცირებლად. ბრენდები და ქონთენთის შემქმნელები მხოლოდ ერთ პლატფორმაზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი, სხვებზეც უნდა აქტიურობდნენ, სადაც მათი მიმდევრები არიან.

ბრენდები და ინფლუენსერები მხოლოდ სოციალურ პლატფორმებზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი, ელექტრონული ფოსტის საკუთარი სისტემა უნდა შექმნან, რათა აუდიტორიასთან არ დაკარგონ კავშირი.

თუ სოციალურმა ქსელებმა ამ კრიზისულ ვითარებაში რაიმე აჩვენა, არის ის, რომ ყოველთვის არსებობს გზები რაღაცის თავიდან გამოსაგონებლად. უნდა იაზროვნოთ შემოქმედებითად და ნებისმიერ ადგილას უნდა მისწვდეთ თქვენს აუდიტორიას, სადაც უნდა იყოს ის.

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"