Get All Access for $5/mo

''ფართის საქირავებლად მივედით და 100 000 ლარიანი ინვესტიციით წამოვედით'' BCA კაფე ''დრო''-ს ხსნის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

პროექტ "შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული - BCA, მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში ჯანსაღი კვების კაფე "დრო"-ს ხსნის.

საინტერესოა, რომ კვების ობიექტის გასახსნელად საჭირო ფართის ძიებისას, კომპანიამ სრულიად შემთხვევით, ჯანსაღი ცხოვრების წესით და ამ იდეის პოპულარიზაციით დაინტერესებული ინვესტორიც მოიზიდა, რომელიც პროექტში 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

დეტალურად ამ გარიგების შესახებ, Entrepreneur-ს BCA-ს თანადამფუძნებელი, გიორგი ვადაჭკორია ესაუბრა:

"პროექტ "შარქ თენქში" გამარჯვების შემდეგ, BCA-მ, პროექტის ერთ-ერთ გამარჯვებულ სტარტაპ Vidoofood-თან ერთად, Cloud kitchen კონცეფციის ჯანსაღი საკვების მიტანის სერვისი - BCA Kitchen დავაფუძნეთ, რომელიც მომხმარებლებს ყოველ დილით წინასწარ დათვლილი კალორიების მქონე საკვებს აწვდიდა. სწორი მარკეტინგის და ბისიეის პროფესიონალი გუნდის დახმარებით, სულ რაღაც 6 თვეში, საკმაოდ კარგ შედეგზე გავედით, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ ჯანსაღი სწრაფი კვების ობიექტი ფიზიკურ სივრცეში გაგვეხსნა. კაფესთვის საჭირო ფართის ძიებისას, მე და ედუარდი, BCA-ს ოფისთან ახლოს გამოკრულ განცხადებას წავაწყდით, თუმცა როდესაც მოსალაპარაკებლად მივედით, გვითხრეს, რომ ფართი დანადგარების გარეშე ქირავდებოდა და ყველა აუცილებელი ინვენტარი ცალკე უნდა შეგვეძინა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მესაკუთრე თავად სურდა აქ საკვები ობიექტის გახსნა, ამ დროს გავიფიქრეთ, რომ შეგვეძლო ეს ადამიანი ჩვენი შეთავაზებით დაგვეინტერესებინა და ასეც მოხდა - შევხვდით, ვესაუბრეთ, მოვუყევით BCA-ს განვითარების და გეგმების შესახებ, ხოლო მან თავად შემოგვთავაზა ბიზნესის წილში შემოსვლა. საბოლოოდ, BCA Kitchen-ის 25%-ანი წილის სანაცვლოდ, ფართის მეპატრონისგან 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციაც მოვიზიდეთ და სულ მალე კაფე - "დროს" გავხსნით, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ ერთი ობიექტით იქნება წარმოდგენილი, თუმცა ახლო მომავალში ჯანსაღი სწრაფი კვების ობიექტების დამატებას ვგეგმავთ", - აცხადებს გიორგი ვადაჭკორია.

ცნობისათვის, "ბისიეი-BCA" საქართველოში პირველი ფსიქო-ესთეტიკური ცენტრი გახლავთ, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მისიაა, გააუმჯობესოს ადამიანთა როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური მდგომარეობა დარგის პროფესიონალთა ჩართულობითა და საავტორო, ინოვაციური მეთოდის გამოყენებით.

სტარტაპის დამფუძნებლები წლების წინ საერთო ინტერესისა და მიზნის გარშემო გაერთიანდნენ: შეემუშავებინათ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პროგრამა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების მიმდევართათვის წონის კლების პროცესს სასიამოვნოს გახდიდა, ყოველგვარი ზედმეტი ფინანსური თუ დროითი რესურსის ხარჯვის გარეშე.

პროექტ "შარქ თენქ საქართველოში" გამარჯვებისა და 90 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ, BCA განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, გარკვეულ წარმატებას მიაღწია ჯანსაღი კვების ინდუსტრიაშიც და სულ მალე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ საზოგადოებას კაფე "დროშიც" უმასპინძლებს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ