You can be on Entrepreneur’s cover!

''Fast and Furious 9''-ის ოფიციალურ ტრეილერში თბილისის კადრები გამოჩნდა ფილმის პრემიერა 22 მაისს არის დაგეგმილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Universal Pictures

„Fast and Furious 9" (ფორსაჟი 9) პოპულარული ბლოგბასტერის მეცხრე ფილმი იქნება, რომლის ოფიციალური ტრეილერი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ფილმში სცენების ნაწილი გადაღებულია თბილისსა და რუსთავში, კერძოდ რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAL PICTURES" ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9" (ფორსაჟი 9) საქართველოს ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოს დაიწყო და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდა. გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი გახლდათ. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით იყო განსაზღვრული.

„ჩვენ მოვახერხეთ და ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ საქართველოში, მათ მოქნილი სისტემა, სწრაფი გადაწყვეტილებები და კომფორტული „cash back" პროგრამა შევთავაზეთ. ჩვენი მზაობა, დავხმარებოდით და სწრაფად გაგვევლო პროცესები, გადამწყვეტი იყო ამ პროექტის საქართველოში განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ფილმის („ფორსაჟი 9") მოზიდვას ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიის („ენკენი ფილმს FF9") ძალიან დიდი ჩართულობა სჭირდებოდა, რამაც თანაბარი როლი ითამაშა იმისთვის, რომ ამ პროექტის გადაღებები საქართველოში განხორციელებულიყო." - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

"როდესაც დავინახე ქალაქის ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე სტრუქტურების უნიკალური ნაზავი ამ შესანიშნავი ფერების და ტექსტურების ფონზე, ვიცოდი, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვნეთ. თბილისი ქმნის იმ მშვენიერი ფონს, რომელიც Fast & Furious - ის მეცხრე ნაწილს ესაჭიროება." - განაცხადა ფილმის რეჟისორმა ჯასტინ ლინმა.

ფილმის პრემიერა 22 მაისს არის დაგეგმილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"