ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს სამეგრელოში სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წელს სამეგრელოში Dekalb-ის ინოვაციური სიმინდის ჰიბრიდების დახმარებით, ქართველმა ფერმერებმა არნახული მოსავლის აღება შეძლეს. სამეგრელოს 2025 წლის რეიტინგი ასე გამოიყურება:
რეიტინგის სათავეში ფერმერი ზაზა ვაჩეიშვილი მოექცა, რომელმაც DKC 6980 დათესა. ჰექტარზე მან 13.3 ტონა მოსავლის აღება შეძლო.
დღეს ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია Dekalb-ის 13 ჰიბრიდი (FAO 200-დან 700-მდე), რომელიც ადგილობრივად არის გამოცდილი და სრულად შეესაბამება საქართველოს კლიმატურ პირობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და მათი არჩევანი წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. იმატებს იმ ფერმერთა რაოდენობაც, რომელიც ნდობას სწორედ Dekalb-ის ინოვაციურ სათესლე მასალას უცხადებს.
Dekalb სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი მწარმოებლის BAYER-ის მფლობელობაში არსებული კომპანიაა. ის 100-ზე მეტი წელია, ქმნის სიმინდის ახალი თაობის სათესლე მასალას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და კლიმატური ზონისთვის. მის მიერ წარმოებული პროდუქცია უზრუნველყოფს მცენარის განსაკუთრებულ მედეგობას ჩაწოლის, ტემპერატურისა და დაავადებების მიმართ, რაც განაპირობებს მოსავლის სიჯანსაღესა და მაღალ მოცულობას.