Get All Access for $5/mo

ფინტექ ასოციაციას დავით კიკვიძე უხელმძღვანელებს ფინტექ ასოციაციის მთავარი მიზანი იქნება დარგის განვითარებას შეუწყოს ხელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

საქართველოში 2020 წელს ფინტექ ასოციაცია შეიქმნა, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ხელმძღვანელი და აფილირებული პროფესორი ფინტექის მიმართულებით, დავით კიკვიძე უხელმძღვანელებს. მას მრავაწლიანი გამოცდილება აკავშირებს ფინანსურ სექტორთან, არაერთი წამყვანი პოზიცია ეკავა სხვადასხვა კომერციულ ბანკებში.

2008 წლის შემდეგ ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრია დიდი ტემპებით ვითარდება, ნიშანდობლივია რომ, ბოლო ათწლეულების მანძილზე მობილური ტელეფონის მოხმარება და ინტერნეტ პენეტრაცია რეკორდულად იზრდება, ამის ფონზე კი ეს დარგი განვითარების სულ უფრო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ფინტექის მიმართულებით განხოციელებული ინვესტიციების მოცულობა, 135 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ფინანსური ტექნოლოგოები (Fintech) ეს არის დარგი, რომლის მიზანია სხვადასხვა ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაციფრულება და მომხმარელისთვის მიწოდება.

ფინტექის დარგის მოიცავს: ოპერატიულ მართვას ფინანსურ სერვისებში, გადახდებს, საერთაშორისო ტრანზაქციებს, კრიპტოვალუტას, ბლოკჩეინს, სესხებსა და დეპოზიტებს, Peer-to-Peer (P2P) სესხებს, ინვესტიციებთან, ფინანსურ ბაზრებთან, ვაჭრობასა და რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღსანიშნავია რომ ბოლო წლების საქართველოში შეინიშნება გაკრვეული აქტივობა ფინტექის დარგის განვითარების მიმართულებით, მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ბანკის ეგიდით განხორციელებული რამდენიმე პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ფინანსური ინოვაციების ოფისი, რომელიც აქტიურად მუშაობს ფინტექის გავნითარებაზე.

ფინტექ ასოციაციის მთავარი მიზანი იქნება დარგის განვითარებას შეუწყოს ხელი, შექმნას ფინტექ ეკოსისტემა, განავითაროს ტექნოლოგიური ინოვაციები, დაეხმაროს ფინტექ სტარტაპებს დაფუძნებასა და განვითარებაში. ასევე ასოციაციის მთავარი ამოცანა იქნება ფასილიტატორის ფუნქციის შესრულება - ბაზრის მონაწილეებს, დაინტერესებულ პირებსა და მარეგულირებელს შორის.

ასოციაციის საქმიანობის მთავარ გამოწვევად დარჩება ფინანსური განათლების დონის ამაღლება, სფეროს პოპულარიზაცია, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამინისა და ინვესტორის დაინტერესება მოხდეს, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და საფინანსო სექტორში თანამედროვე ტექნოლიგიების დანერგვას.

ფინტექ ინდუსტრიით დაინტერესებულ სტარტაპებს, მომხმარებლებს და ინვესტორებს, ფინტექ ასოციაცია სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

  • საკონსულტაციო მომსახურება
  • იურიდიული კონსულტაცია ფინტექ მიმართულებით
  • ბიზნეს მოდელირება
  • ბაზრის კვლევები
  • საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია
  • ტრენინგები
  • დარგის ექსპერტიზა
  • მენეჯმენტ კონსალტინგი
  • კონფერენციები
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ლიდერობა

და მაინც, რა არის ლიდერობა?!

"თუ ლიდერობაზე წერ, თავად უნდა იყო ლიდერი!"

როგორ დავიწყო ბიზნესი

სახლიდან მუშაობის 18 გზა მშობლებისათვის

შინ ბავშვის მოვლას და ფულის გამომუშავებას ერთადაც კარგად მოახერხებთ