Get All Access for $5/mo

Fitch-მა ''კრისტალის'' გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილურად შეაფასა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა განახლებული საკრედიტო რეიტინგი გამოაქვეყნა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" გრძელვადიანი პროგნოზი როგორც სტაბილური (B- Stable) შეაფასა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განვითარებული კრიზისების მიუხედავად, კომპანიამ საერთაშორისო რეიტინგში პერსპექტიული საფინანსო და საოპერაციო პროფილი შეინარჩუნა.

Fitch Ratings-მა "კრისტალის" სტაბილურობა სხვადასხვა პარამეტრით განსაზღვრა. მათ შორის საკვანძო მაჩვენებლებს კომპანიის მიერ მისი აქტივების ხარისხისა და კაპიტალის პოზიციის ოპტიმალური მართვა წარმოადგენდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "კრისტალმა" აქტივების ხარისხის გაუმჯობესებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხითაც მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამასთან, ხაზგასმულია პანდემიის პერიოდში კომპანიის მენეჯმენტის მიერ გადადგმული პროაქტიული ნაბიჯები, საკრედიტო რისკების ეფექტიანი მართვა და კაპიტალის მდგრადობა. საგულისხმოა, რომ 2022 წელს "კრისტალის" კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელმა 20,3% შეადგინა, რაც რეგულაციურ ზღვარს 5,3-%-ით აჭარბებს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ დამაჯერებელი შედეგები მიღწეული იყო დაფინანსების მართვის თვალსაზრისითაც, რასაც ხელი შეუწყო "კრისტალის" წარმატებულმა პარტნიორობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ ბანკებთან.

"Fitch Ratings-ის სტაბილური შეფასება ცხადყოფს, რომ კომპანია გლობალური თუ რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი სირთულეების მიუხედავად, მდგრადად ვითარდება. ეს საშუალებას გვაძლევს, კვლავაც გავაგრძელოთ ფოკუსირება საერთაშორისო ინვესტიციების ხელსაყრელი პირობებით მოზიდვაზე, ხელი შევუწყოთ ნაკლებ-შემოსავლიან მსესხებლებს, მათ ბიზნესებს, მცირე მეწარმეობის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას" - აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.

"კრისტალი" Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში. კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ