"Fitch"-მა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურამდე" გააუმჯობესა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "Fitch Ratings'-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი "ნეგატიურიდან' "სტაბილურამდე' გააუბჯობესა, ხოლო გრძელვადიანი საკრედო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა. ლიბერთი ბანკის "სტაბილური' პროგნოზი ასახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის მდგრადობას, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის შემცირებისა. Fitch Ratings-ის მოლოდინით ბანკის მოგება საკმარისი იქნება პანდემიის გამო საკრედიტო ზარალის ასანაზღაურებლად, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკის გარეშე. ბანკი პანდემიის პერიოდს შეხვდა ჯანსაღი კაპიტალით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინი განპირობებულია ბანკისათვის დამახასიათებელი აუცილებელი სიძლიერით.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

"კრწანისი გრანდე" – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისის დიპლომატიურ უბანში

თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მშვიდი გარემო დედაქალაქის ცენტრში

ინდუსტრიული ტრენდები

ალტე უნივერსიტეტი - საერთაშორისო მასშტაბის პოტენციალის მქონე ახალი ბრენდი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში

ახალი ქართული საგანმანათლებლო ბრენდის ფორმირების, მისი ხედვებისა და განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესახებ, Entrepreneur "ალტე უნივერსიტეტის" პრეზიდენტს, ბატონ რამაზ კუკულაძეს ესაუბრა

ტექნოლოგიური ტრენდები

medik - სრული სამედიცინო ისტორია თქვენს სმარტფონში

"ჩვენს მიზანს, რეგიონის ჯანდაცვის სისტემაში, 3-დან 5 წლის ჭრილში, ყველა საბუთის გაციფრულება წარმოადგენს"