ფიტნეს ინდუსტრიის ახალი სტანდარტი: როგორ იქცა "ფიტნეს კონსალტინგი" ბაზრის სტრატეგიულ პარტნიორად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო წლებში საქართველოს ფიტნეს ინდუსტრია ახალ ფაზაში გადავიდა: დეველოპერული პროექტებისთვის ფიტნეს სივრცე სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად იქცა. თუმცა, ბაზარი კვლავ ფრაგმენტულია - დიზაინი, აღჭურვილობა და მენეჯმენტი ხშირად იზოლირებულად იგეგმება, რაც ფუნქციურად არაეფექტურ გარემოს ქმნის.

სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს Fitness Consulting, რომელიც ფიტნესს არა პროდუქტების ერთობლიობად, არამედ ერთიან სისტემად აპროექტებს. ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, ფიტნეს სივრცე ჩამოყალიბდა რთულ ეკოსისტემად, რომელიც ფუნქციურ ზონირებას, საინჟინრო სიზუსტესა და ოპერაციულ მდგრადობას აერთიანებს. კომპანია დამკვეთს სთავაზობს სრულ ციკლს: კონცეპტუალური დაგეგმარებიდან და რემონტიდან, აღჭურვილობის ინსტალაციასა და მენეჯმენტურ კონსულტაციამდე.

ექსკლუზიური პარტნიორობა და ხარისხის გარანტია - PRECOR ამერიკული გიგანტი

ფიტნეს აღჭურვილობის დისტრიბუცია კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. "ფიტნეს კონსალტინგის" შვილობილი კომპანია, Fitness Solutions, საქართველოში 15-ზე მეტი წამყვანი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.

ბრენდის პორტფოლიოში გამოირჩევა PRECOR, პრემიუმ კლასის აღჭურვილობის გლობალური ლიდერი, რომელიც 40 წელზე მეტია ინოვაციების სათავეში დგას. ბიზნეს-ოპერატორებისთვის PRECOR-თან წვდომა გადამწყვეტია რამდენიმე მიზეზის გამო: ბიომექანიკური სრულყოფილება, გამძლეობა და მომხმარებლის გამოცდილება.

სრული ციკლი: პროექტირებიდან მენეჯმენტამდე

Fitness Consulting-ის უნიკალურობა ბიზნეს-სტრატეგიისა და ტექნიკური შესრულების ინტეგრირებაშია. კომპანია სცილდება სტანდარტულ სამუშაოებს და დამკვეთს სთავაზობს სრულ საოპერაციო ციკლს:

  1. სტრატეგიული დაგეგმარება: ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი სივრცის რენტაბელობისთვის
  2. საინჟინრო საძირკველი და სარემონტო სამუშაოები
  3. პრემიუმ აღჭურვილობა: მსოფლიო დონის ბრენდების (Precor, Nike Strength, Eleiko და სხვა) ინსტალაცია.
  4. ოპერაციული გამართვა: კომპანიის უნიკალურობას ობიექტის პირველი 3 თვის საოპერაციო მართვა განაპირობებს. კომპანია უზრუნველყოფს კადრების შერჩევას, ბიზნეს-სისტემების დანერგვასა და სრულ ადმინისტრირებას "გასაღების ჩაბარების" პრინციპით. შედეგად, დამკვეთი იღებს არა მხოლოდ აღჭურვილ სივრცეს, არამედ პირველივე დღიდან გამართულად მომუშავე, დამოუკიდებელ ბიზნეს-მოდელს.

რატომ ირჩევენ დარბაზის მფლობელები და დეველოპერები Fitness Consulting-ს?

დეველოპერებისთვის ფიტნეს ზონა პროექტის კლასის განმსაზღვრელია; არასწორი დაგეგმარება აზიანებს ობიექტის რეპუტაციასა და ფასს. სისტემური მიდგომა ინვესტიციას მომგებიან ბიზნესად აქცევს საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციითა და წევრთა ლოიალობის ზრდით.

Fitness Consulting-ის მთავარი უპირატესობა პროექტის მართვის 360-გრადუსიანი სერვისია. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორი იღებს არა უბრალოდ დასრულებულ ფართს, არამედ აწყობილ ბიზნეს-ეკოსისტემას, რომელიც მზად არის ოპერირებისთვის.

ისეთი დამკვეთების ნდობა, როგორიცაა Hilton, Sheraton, Paragraph, VR Holding და სხვა, ადასტურებს, რომ კომპანია საიმედო პარტნიორია მათთვის, ვინც ხარისხსა და ბიზნესის მაქსიმალურ ეფექტურობას ანიჭებს უპირატესობას.