Fitpass Games 2026 - სპორტი და გართობა ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

26 სექტემბერს, კუს ტბაზე, "ცისკარის" ტერიტორიაზე, Fitpass Games 2026 გაიმართება. ღონისძიება, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტარდება, ერთ სივრცეში გააერთიანებს სპორტს, გართობას და აქტიური ცხოვრების წესით დაინტერესებულ ადამიანებს.

2023 წელს დაწყებული ინიციატივა დღეს Fitpass-ის ერთ-ერთ მთავარ ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა. მისი მიზანია შექმნას სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ყოველდღიური რუტინიდან განსხვავებულ გარემოში დროის გატარება, ახალი აქტივობებისა და ჰობის აღმოჩენა, ჩემპიონატებში ჩართვა, პრიზების მოგება და დღის აქტიურად გატარება.

წლების განმავლობაში ღონისძიების მასშტაბი გაიზარდა, პროგრამა უფრო მრავალფეროვანი გახდა, ხოლო წრეში ბურთი Fitpass Games-ის მთავარ და უკვე ტრადიციულ ჩემპიონატად ჩამოყალიბდა.

2026 წელს Fitpass Games-ი ამ ტრადიციას კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით აგრძელებს.

ღონისძიების სტუმრებს ადგილზე 15-ზე მეტი გასართობი აქტივობა და ჩემპიონატი დახვდებათ, რომლებსაც Fitpass-ის პარტნიორი სპორტული ობიექტები წარმოადგენენ. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ძალები გამოსცადონ მაგიდის ჩოგბურთში, მშვილდოსნობაში, კლდეზე ცოცვაში, ფიტნეს გამოწვევებში, ჭადრაკში, იოგასა და პილატესში, ვიდეო თამაშებსა და სხვა აქტივობებში.

სხვადასხვა ჩემპიონატში გამარჯვებული მონაწილეები განსაკუთრებული პრიზებით დაჯილდოვდებიან, მათ შორის ელექტრო სკუტერებით, PlayStation 5-ით, AirPods-ით, პარტნიორი ბრენდების სასაჩუქრე ვაუჩერებითა და სხვა საჩუქრებით.

დღის განმავლობაში სტუმრებს ასევე დახვდებათ Teamboat-ის სახალისო აქტივობები, საბავშვო, განტვირთვისა და გამაგრილებელი სივრცეები, ასევე კვების ზონები.

ღონისძიებაზე დასწრება და აქტივობებში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით აქტიური Fitpass-ის მქონე მომხმარებლებისთვის.

დღის მთავარი ჩემპიონატი კვლავ წრეში ბურთი იქნება. მასში Fitpass-ის რვა პარტნიორი კომპანიის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდი Fitpass Games 2026-ის მთავარ პრიზს მიიღებს და 2 ოქტომბერს ბუდაპეშტში გაემგზავრება, სადაც უნგრეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩს დაესწრება.

Fitpass Games შესაძლებლობას გაძლევს, სცადო ახალი აქტივობები, აღმოაჩინო ახალი ჰობი, გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები და მეგობრებთან თუ კოლეგებთან ერთად დაისვენო აქტიურად განსხვავებულ გარემოში.

ღონისძიების მთავარი პარტნიორია "ევოლუშენ ჯორჯია", რომელიც Fitpass Games 2026-ს საკუთარი გუნდით შეუერთდება და დღის მთავარ ჩემპიონატში, "წრეში ბურთში", მთავარი პრიზის მოსაპოვებლად იასპარეზებს.

ღონისძიების შესახებ სიახლეების გასაგებად ეწვიეთ Fitpassgames.ge-ს და თვალი ადევნეთ Fitpass-ის სოციალურ არხებს.

შევხვდებით 26 სექტემბერს, კუს ტბაზე, "ცისკარში", Fitpass Games 2026-ზე.