FMG SOFT-ი ბათუმში Odoo-ს პირველ როუდშოუს გამართავს, რომელიც უძრავი ქონების მართვის ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

25 ივნისს, ბათუმში FMG SOFT-ი Odoo-ს პირველ ოფიციალურ Roadshow-ს მართავს.

ღონისძიების ფარგლებში FMG SOFT წარადგენს სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის აღრიცხვის ერთიან ციფრულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს CRM, გაყიდვების შემდგომი მომსახურება (After Sale), ტექნიკური მხარდაჭერა (Maintenance), გაქირავება (Rent), მაცხოვრებლების მართვა (Resident Management), ობიექტების მართვა (Facility Management), ბილინგი (Billing) და სამეზობლოს მართვის მობილურ აპლიკაციას (Community Management) .

FMG SOFT უკვე 15 წელზე მეტია ბიზნესების პროცესების გაციფრულებასა და მის ტრანსფორმაციაზე მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში კომპანია 5,500-ზე მეტ ორგანიზაციას მოემსახურა, ეს გამოცდილება კი მას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ტექნოლოგიურ პარტნიორად აქცევს. კომპანიის პარტნიორთა პორტფელში ერთიანდებიან საქართველოს უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორის წამყვანი მოთამაშეები.

რას უნდა ელოდოს ბიზნეს სექტორი ფორუმზე?

- დარგის ლიდერების შეკრება: მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორის წამყვანი წარმომადგენლების შეხვედრა.

- პანელური დისკუსიები: მსჯელობა ინდუსტრიის აქტუალურ გამოწვევებსა და ციფრული ტრანსფორმაციის გზებზე.

- ინოვაციური პრეზენტაციები: Property Management პლატფორმის და Mobile APP-ის პრეზენტაცია.

- საქმიანი ნეთვორქინგი: ახალი პარტნიორული და პროფესიული კავშირების დამყარება.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://fmgsoft.ge/Odoo-Roadshow-FMG-SOFT/