ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფოთის პორტში Gulf-ის კიდევ ერთი 30,000 ტონიანი ტანკერი შემოვიდა, რომელიც ბელგიაში, ამჯერად Shell-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დაიტვირთა.
ტანკერი დატვირთულია G-Force Euro Regular (92) და G-Force Premium (95) ტიპის საწვავით. დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებულია, რომ საწვავი სრულად შეესაბამება და აღემატება EN 228 ევროპულ ხარისხის სტანდარტს.
იმპორტირებული საწვავი ეკუთვნის ნავთობკომპანია Gulf-ის ქსელს და უზრუნველყოფს Gulf-ის ავტოგასამართი სადგურების უწყვეტ და შეუფერხებელ მომარაგებას მთელი საქართველოს მასშტაბით.