Fresh Group - სანიტარული სერვისი, რომელიც ჰიგიენის სტანდარტს ქართულ ბაზარზე ამკვიდრებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Fresh Group ქართულ ბაზარზე შედარებით ახალი, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია მობილური ბიო ტუალეტების გაქირავებასა და სრულ ტექნიკურ მომსახურებაში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე, პრაქტიკულ და ჰიგიენურ გადაწყვეტებს, რომლებიც გათვლილია როგორც სამშენებლო სექტორზე, ისე გარე ღონისძიებებსა და კერძო საჭიროებებზე.
კომპანიამ საქმიანობა 2018 წლის სექტემბერში დაიწყო. მისი შექმნის იდეა ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გაჩნდა - მიზანი იყო ისეთი სერვისის დანერგვა, რომელიც სამშენებლო და საორგანიზაციო სექტორს შესთავაზებდა ევროპულ ჰიგიენურ სტანდარტს ხელმისაწვდომ ფასად.
"ჩვენი მისიაა სანიტარული კომფორტის შექმნა ნებისმიერ ლოკაციაზე. მთავარი ღირებულებებია: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის ჰიგიენის გარანტია", - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ალფაიძე.
კომპანიის პროდუქცია მოიცავს თანამედროვე, გამძლე კონსტრუქციის მობილურ ბიოტუალეტებს, რომლებიც სრულადაა აღჭურვილი საჭირო აქსესუარებითა და სანიტარული სისტემებით. Fresh Group-ის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად სახელდება იტალიური წარმოების სერტიფიცირებული ქიმიკატები, რომლებიც უზრუნველყოფენ სუნის სრულ ნეიტრალიზაციასა და ღრმა დეზინფექციას. ამასთან, კომპანია ბაზარზე კონკურენტული ფასითაც გამოირჩევა.
ნათია ალფაიძის თქმით, Fresh Group-ის ძირითადი მომხმარებლები არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ბიოტუალეტებს სამშენებლო მოედნებზე იყენებენ, ივენთ-სააგენტოები გარე ღონისძიებებისთვის, ასევე კერძო პირები სხვადასხვა საჭიროებისთვის.
კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასაწყისში სანდოობის სწრაფი მოპოვება იქცა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავენ, ეს ხარისხიანი სერვისის შეთავაზებით შეძლეს. სამომავლოდ Fresh Group გეგმავს ავტოპარკის გაფართოებას და მომსახურების არეალის გაზრდას, რათა ქვეყნის მასშტაბით უფრო ფართო აუდიტორიას მიაწოდოს საკუთარი სერვისი.