"ფრეშ სფეისი" 5 წლის გახდა – სისუფთავის, ხარისხისა და ნდობის ხუთწლიანი ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ფრეშ სფეისი", პროფესიონალური დასუფთავების კომპანია, დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საქმიანობა საერთო მიზნით დაიწყეს – შეექმნათ მომსახურება, რომელიც ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და მომხმარებლის ნდობაზე იქნებოდა დაფუძნებული. დღეს "ფრეშ სფეისი" მრავალ მომხმარებელს ემსახურება და დასუფთავების სფეროში სანდო პარტნიორის პოზიციას იკავებს.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტების დასუფთავების მომსახურებას, მათ შორის ოფისების, ბიზნესცენტრების, სასტუმროების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების, სკოლებისა და სხვა სივრცეების მოვლას.

"ფრეშ სფეისში" აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი ძალა გუნდის პროფესიონალიზმი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. კომპანიის თქმით, თითოეული პროექტი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, ხოლო მომსახურების ხარისხის კონტროლს სპეციალური მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კომპანია მადლობას უხდის მომხმარებლებსა და პარტნიორებს მრავალწლიანი ნდობისა და თანამშრომლობისთვის.
"ფრეშ სფეისში" აცხადებენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ისეთი მომსახურების შეთავაზებას, რომელიც მომხმარებელთა მოლოდინებს სრულად უპასუხებს.