Sponsored Content

ფუსფუსი - ნათია ყურშუბაძის ბიზნესად ქცეული "ტკბილი" ჰობი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

"მე გახლავართ თვითნასწავლი კონდიტერი და სწორედაც რომ კონდიტერიას უკავშირდება ჩემი ბიზნესი, რომელსაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიტყვა "ფუსფუსი" დავარქვი," - ასე იწყებს თხრობას ნათია ყურშუბაძე, რომელმაც საკუთარი ბიზნესი პანდემიის პერიოდში, 2021 წელს წამოიწყო.

მოტივაციამ და ახალი, საინტერესო საქმის კეთების სურვილმა ნათია საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამამდე მიიყვანა.

როგორ გაჩნდა "ფუსფუსი" და როგორ დაეხმარა ნათია ყურშუბაძის ბიზნესს ზემოხსენებული პროგრამა? ამ და სხვა საინტერესო თემებზე, მას დეტალურად გავესაუბრეთ:

- საიდან, როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია?

ზოგადად, ყოველთვის მქონდა გასტრონომიისადმი ლტოლვა და მუდამ ვექსპერიმენტობდი სხვადასხვა კერძითა თუ დესერტით ჩემთვის, სახლში. თუმცა, მისი ბიზნესად ქცევა, იქამდე არ მომსვლია აზრად თავში, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა. 2021 წლის 26 თებერვალს მივიღე გადაწვეტილება, რომ სახლიდან უნდა დამეწყო რაიმეს კეთება და სწორედ მაშინ, ჩემი ჰობი ბიზნესად ვაქციე. ჩემი დიდი მოტივატორი კი ერთ-ერთი ცნობილი კულინარიული ჯგუფი იყო, სადაც ჩემი რეცეპტები და პოსტები დღემდე აქტუალურია და ჯგუფის წევრებიდან დღემდე უდიდეს სიყვარულს ვიღებ.

- რა სირთულეები შეგხვდათ დაფუძნებიდან დღემდე და რა ეტაპზეა ახლა თქვენი ბიზნესი?

დაფუძნებიდან დღემდე, უამრავ სირთულეებს წავაწყდი, როგორიც არის საკმარისი ინვენტარისა და სამუშაო ტერიტორიის არქონა. დღეს, როცა უკვე უამრავი მომხმარებელი მყავს, შეკვეთების რაოდენობაც საგრძნობლად გაზრდილია "ფუსფუსში". ამიტომაც, ძალიან მიჭირს, აუვიდე ამ ყველაფერს სახლის პირობებში და თან - მარტო. სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ დროა, გავხსნა საჯარო საკონდიტრო, სადაც მეყოლება დამხმარეები და მექნება შესაბამისი პირობები საიმისოდ, რომ მშვიდად ვიფუსფუსო ჩემს ტკბილ სამყაროში, თუმცა, იმდენად გაძვირებულია ქირის ფასები ბაზარზე და ასევე იმდენად ძვირი ღირს სამზარეულოს პროფესიონალური დანადგარები, რომ თავის შეკავება მიწევს ჯერ-ჯერობით. თუმცა, იმის იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ეს დღე მალე დადგება ჩემს ცხოვრებაში

- როგორ დაგეხმარათ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა - რა წვლილი შეიტანა მან თქვენი ბიზნესის წარმატებაში?

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მოხვედრა და მათთან ერთად გატარებული ის დღეები, მიღებული ცოდნა და ორგანიზატორების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ ერთ-ერთ ტკბილ მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. პროგრამის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ გავიცანი უამარავი საინტერესო ადამიანი და შევიძინე მეგობრები, მივიღე ზღვა ცოდნა ბიზნეს-სფეროში პროფესიონალებისგან. რამდენიმე ლექციაც კი ჩავიწერე ტელეფონში, რომლებსაც დღემდე სიამოვნებით ვუსმენ. ასევე, მივიღე მონაწილეობა საშობაო გამოფენა-გაყიდვაში UNDP-ის დაფინანსებით, სადაც გატანილი მქონდა "ფუსფუსის" ცნობილი გოზინაყები, რომლებმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა, როგორც უცხოელ, ასევე - ქართველ სტუმრებში.

გარდა ამისა, ამავე დღეს უამრავი ახალი გამომწერი და პოტენციური მომხმარებელი შევიძინე ჩემს ფეისბუქ გვერდზე.

- როგორ ფიქრობთ, რატომაა მსგავსი პროგრამები საჭირო მეწარმეებისთვის?

ეს პროგრამა გარდა იმისა, რომ იძლევა უდიდეს ცოდნას ბიზნეს-სფეროში, ასევე იძლევა უდიდეს მოტივაციას საიმისოდ, რომ დარწმუნდე საკუთარ შესაძლებლობებში, გადადგა ნაბიჯი შენი მომავალი ცხოვრების განვითარებისთვის,ირწმუნო, რომ არასოდეს არის გვიანი, დაიწყო და აკეთო შენი საყვარელი საქმე ისეთივე სიყვარულით, რა სიყვარულითაც დღეს მე ვამზადებ "ფუსფუსის" პროდუქციას.

ოდესღაც, როცა უკვე საჯაროდ გავხსნი საკონდიტროს, ეს არ იქნება უბრალოდ საკონდიტრო, ეს იქნება ერთი თბილი კერა - ქალთა შეკრებებისთვის განკუთვნილი ადგილი, სადაც მე პირადად გავუზიარებ მათ ჩემს გამოცდილებას, მივცემ მოტივაციას, დავარწმუნებ თავიანთ შესაძლებლობებში და ვეტყვი, რომ არასოდეს გაჩერდნენ! მოვუყვები მათ, იმის შესახებ, თუ რამხელა ყურადღება ექცევა დღეს, მეწარმე ქალებს საქართველოს ბანკისა და UNDP-ის ერთობლივი დახმარებით და რომ ისინი მარტო არ არიან.