Sponsored Content

FUTURELAB ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Future Laboratory Ventures ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ FUTURELAB-ში - სილიკონის ველის აქსელერაციის პროგრამაში. ისინი შეძლებენ, დატესტონ და განავითარონ აშშ-ის ბაზარზე გათვლილი ტექნოლოგიური პროდუქტი ან სერვისი და მიიღონ დაფინანსება.

Future Laboratory Ventures ქართული ვენჩურული ფონდი და აქსელერატორია, რომელიც ირაკლი ქაშიბაძის მიერაა დაფუძნებული. აღნიშული შესაძლებლობის შესახებ Entrepreneur სწორედ ირაკლი ქაშიბაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

საიდან გაჩნდა ვენჩურული ფონდის და სტარტაპ აქსელერატორის - FUTURELAB-ის შექმნის იდეა?

სამწუხაროდ, საქართველოში ინოვაციურ სტარტაპებს ადრეულ ეტაპზე უჭირთ პროექტებისათვის დაფინანსების მოპოვება. მეორეს მხრივ ინვესტორებს, რომელთაც გააჩნიათ კაპიტალი და სურთ სტარტაპებში თანხის დაბანდება, არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. ამ ფაქტორის გამო ინვესტორები თავს იკავებენ, ან საკმაოდ დიდ რისკზე მიდიან. ხშირად საკითხის უცოდინრობის გამო თანხას გამოყოფენ სტარტაპებისთვის, რომელსაც ან გუნდში პრობლემა აქვს, ან აღნიშნულ სტარტაპს არ აქვს მკაფიო ტექნოლოგიური პოტენციალი და უპირატესობა.

ჩვენი ფონდი და აქსელერატორი FUTURELAB (www.futurelab.ge) შეასრულებს ხიდის ფუნქციას. ნიჭიერ ინოვატორებს მივცემთ წვდომას ინვესტიციებთან, ექსპერტიზასთან სილიკონის ველიდან, UC Berkeley, Stanford, დაფინანსებას საკუთარი იდეის განსავითარებლად.

ინვესტორები, რომლებიც დღეს უძრავ ქონებასა და სხვა აქტივებში აბანდებენ თანხებს და რომელთაც სურთ პორტფელის დივერსიფიცირება და რისკის შემცირება, ჩვენი დახმარებით პერსპექტიულ, ინოვაციურ პროექტებში დააბანდებენ თანხას.

რა სხვაობაა თქვენს პროექტს და GITA-ს საგრანტო პროგრამას შორის?

GITA-ს შექმნის ინიციატივით გამოვედი 2013 წელს და ორგანიზაციამ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) ფუნქციონირება 2014 წელს დაიწყო. ორგანიზაციას 2017 წლამდე ვხელმძღვანელობდი. სტარტაპების დაფინანსების პროგრამის ინიცირებაც მე განვახორციელე 2016 წელს. სააგენტომაც და სტარტაპების დაფინანსების პროგრამამაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში. საგრანტო პროგრამამ მნიშვნელოვნად გაზარდა სტარტაპების მიმართ ინტერესი, გვაქვს ძალიან ბევრი წარმატების ისტორია, მაგრამ ახლა უკვე მნიშვნელოვანია კერძო სექტორი ჩაერთოს პროცესში და განახორციელოს სტარტაპების მხარდაჭერა, დაფინანსება და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობა.

რითია FUTURELAB უნიკალური?

ესტონეთში 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ყავთ 10 იუნიკორნი (1 მილიარდზე მეტი ღირებულების მქონე კომპანია). სტარტაპები ესტონეთში უმეტესად გლობალური ბაზრისთვის ქმნიან პროდუქტებს, რადგან შიდა ბაზარი საკმაოდ მცირეა. საქართველოში ამ მხრივ პრობლემა გვაქვს, სტარტაპები უფრო მეტად ქმნიან პროექტებს ლოკალური ბაზრისთვის, სადაც პოტენციურად მცირე რაოდენობის მომხმარებელი და შემოსავალი ექნებათ, სხვა განვითარებულ ბაზრებთან შედარებით.

ჩვენ ძირეულად გვინდა შევცვალოდ აღნიშნული მიდგომა საქართველოში და ვუბიძგოთ სტარტაპებს, რომ თავიდანვე იფიქრონ გლობალურად და შექმნან სტარტაპი აშშ ბაზრისთვის. დღეს აშშ ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზარია მსოფლიოში, სადაც მომხმარებელი ყოველწლიურად 18 ტრილიონ დოლარს ხარჯავს პროდუქტებსა და სერვისებზე.

ამ პროცესის წარმატებულად განხორციელებისთვის სტარტაპებს მივცემთ წვდომას მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ექსპერტიზასთან, დავეხმარებით იდეის ტესტირების და განვითარების პროცესში, მივცემთ ინვესტიციებს და წვდომას შემდგომი ეტაპის ინვესტორებთან.

ვის შეუძლია რომ მოხვდეს თქვენ აქსელერატორში?

პირველ რიგში ჩვენ ვეძებთ ტალანტებს, რომელთაც სურთ თავისი გლობალური იდეების რეალიზება, მათ უნდათ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ და ამავდროულად გახდნენ მაღალი შემოსავლის მქონე კომპანიები. სტარტაპი შეიძლება ადრეულ სტადიაზე იყოს და FUTURLAB-ისთვის აღნიშნული სტადია მისაღებია. ერთი, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გუნდის ტექნიკური კვალიფიკაცია, კარგი უნარები, რომელიც დაეხმარება გუნდს სწრაფად მოერგოს ცვლილებებს, არ შეუშინდეს გამოწვევებს და მუდმივად განვითარდეს. აღნიშნული თვისებები აუცილებელია, განსაკუთრებით სტარტაპის განვითარების ადრეულ ეტაპზე. სტარტაპი მუდმივად ავითარებს საკუთარ პროდუქტს, უწევს ბევრი რამის შეცვლა, გუნდს კი ამ პროცესის არ უნდა ეშინოდეს და მზად იყოს ცვლილებებისთვის.

რას შესთავაზებს FUTURELAB შერჩეულ სტარტაპებს?

ეს არის წამყვანი გლობალური გამოცდილება და ცოდნა ისეთი ინსტიტუციებიდან, როგორიც არის UC Berkeley, Stanford და სხვა. პროგრამაში, ასევე მიიღებენ მონაწილეობას პრაქტიკოსები, რომლებმაც თავიანთი სტარტაპებით დიდ წარმატებას მიაღწიეს.

3 თვის განმავლობაში შერჩეული გუნდები შეძლებენ იდეის ტესტირებას აშშ ბაზარზე, გაიგებენ რა სჭირდება მომხმარებელს, განახორციელებენ არსებული იდეის მოდიფიცირებას იმ კონდიციამდე, სანამ არ გამოჩნდება აღნიშნული პროექტის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ღირებულება მომხმარებლებისთვის.

სტარტაპი მიიღებს 10.000 ლარს ინვესტიციას, წვდომას სხვა და სხვა ტექნოლოგიურ და ბიზნეს სერვისთან, სივრცეს ქოვორქინგ ტერმინალში, წვდომას შემდგომი სტადიის ინვესტორებთან რეგიონიდან და სილიკონის ველიდან.

როგორ უნდა მოხვდნენ გუნდები, დამწყები სტარტაპერები FUTURELAB-ში?

გუნდებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ აქვთ კვალიფიკაცია და სურვილი, შექმნან გლობალური სტარტაპი, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მისამართზე www.futurelab.ge. შერჩევის შემდეგ, პროექტები 16 სექტემბრიდან ძალიან საინტერესო პროცესში ჩაერთვებიან, რომ საკუთარი იდეა აქციონ გლობალურ წარმატებულ სტარტაპად.