📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თემაზე "ქალები თანასწორი ბიზნესისთვის" PechaKucha ღონისძიება გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pechakucha

დღეს, 18:00 საათზე სასტუმრო „სტამბაში" გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას PechaKucha ფორმატით გაუზიარებენ. მსოფლიოში პოპულარული პლატფორმა PechaKucha Night, რომელიც არაფორმალურ გამოსვლებს აერთიანებს და თბილისში უკვე მეთოთხმეტედ ტარდება, ამჯერად თემას „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის" მიეძღვნება.

ღონისძიებაში 6 ქართველი მეწარმე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი საკუთარ 6-წუთიან პრეზენტაციაში, საქმიანობის წარდგენასთან ერთად, სტუმრებს უამბობს, თუ რატომ არის თემა „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის" მნიშვნელოვანი, აქტუალური, საინტერესო და შთამაგონებელი. აღსანიშნავია, რომ მონაწილეების უმეტესობამ ბიზნესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მხარდაჭერით დაიწყო ან განავითარა. მონაწილეებს შორის არიან თიბისის პროგრამა სტარტაპერის ბენეფიციარი ქალებიც.

PechaKucha Nights არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებზე, პროექტებსა და ნამუშევრებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. ღონისძიების ფორმატი მონაწილეებისგან 20 ვიზუალისგან შემდგარი პრეზენტაციის წარდგენას ითვალისწინებს, თითოეულზე სასაუბროდ კი მათ მხოლოდ 20 წამი აქვთ.

საქართველოში PechaKucha Nights 2018 წლიდან ტარდება. 11 ივნისის ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სტარტაპ ბიურო, მხარდამჭერები კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და თიბისი ბიზნესისთვის არიან.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2017 წლიდან მუშაობს. ეს საქმიანობა ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპების წახალისებას, მეწარმეობის განვითარებას, შესაბამისი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, მცირე გრანტების გაცემასა და სხვა ინიციატივებს მოიცავს. PechaKucha Night-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან