Get All Access for $5/mo

გაი კავასაკი სტარტაპ გრაინდ თბილისის სცენაზე ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი ანტრეპრენერი, ბრენდ ევანგელისტი და მარკეტინგის გურუ - გაი კავასაკი იქნება!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სტარტაპ გრაინდი, რომელიც ტექნოლოგიურ კონფერენციას თბილისში წელს მეორედ მასპინძლობს, ამჯერადაც კიდევ უფრო გამორჩეული სპიკერებით წარდგება ქართული აუდიტორის წინაშე. წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი ანტრეპრენერი, ბრენდ ევანგელისტი და მარკეტინგის გურუ - გაი კავასაკი იქნება.

სტარტაპ-გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, 10-12 დეკემბერს იმართება. სამდღიანი ვირტუალული ღონისძიება 5,000-ზე მეტ მონაწილესა და 100-ზე მეტ სპიკერს აერთიანებს.

გაი კავასაკი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება, 15 ბესტსელერის ავტორი და ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელია ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ არაერთ პლატფორმაზე. მას მოიხსენებენ როგორც ვენჩურულ კაპიტალისტს, ინვესტორს, ევანგელისტს, მენტორს და ხშირად იწვევენ სპიკერად ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის Apple, Nike, Gartner, Audi, Google, Microsoft და სხვები. ამჟამად, გაი კავასაკი გრაფიკული დიზაინის კომპანია Canva-ს ევანგელისტი და მერსედეს ბენცის ბრენდ ამბასადორია, წარსულში კი სტივ ჯობსთან ერთად Apple-ის და მაკინტოშის მარკეტინგს უძღვებოდა.

"გაი კავასაკი ვენჩურული კაპიტალისტია და ბილ რაიქერტთან ერთად, Garage Technology Ventures-ის თანადამფუძნებელი. ბილი ვენჩურული კაპიტალის ინდუსტრიაში გამორჩეული ფიგურაა. ის გასულ წელს იმყოფებოდა საქართველოში და მონაწილეობდა ჩვენს საერთაშორისო კონფერენციაში, ძალიან მოეწონა თბილისის სცენა და საქართველოსთვის გამორჩეული მეგობარი გახდა. ასევე, ძალიან მოიხიბლა ჩვენი ტურით ღვინის ქვეყანაში. როგორც საქართველოშია მიღებული, მან გაი კავასაკი საქართველოს გასაცნობად დაპატიჟა. თუ მკითხავთ, როგორ მოვახერხეთ გაის და ბილის დაინტერესება, გიპასუხებთ, რომ ეს ალბათ ღმერთის საჩუქარია" - ამბობს სტარტაპ გრაინდი თბილისის დირექტორი, კოლინ დონოჰიუ.

სტარტაპ გრაინდის წლევანდელი ტექნოლოგიური კონფერენცია მოიცავს 20-ზე მეტ თემატურ სესიას, მასტერკლასებსა და სემინარებს. ასევე, სტარტაპ პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტარტაპები 35-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიება საქართველოს ბანკთან, აჭარაბეთთან და USMAC-თან პარტნიორობით ხორციელდება.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა სტარტაპებისთვის, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან, 2 მლნ-ზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს, მათ შორის, სტარტაპ გრაინდი თბილისის წარმომადგენლობას, რომლის მთავარი მიზანია სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქართული სტარტაპების ხელშეწყობა.

"Early Bird" ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე - startupgrind.ge.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია