Join our Waitlist for Expert Advice!

გაიარეთ სასწავლო პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT, SEU-ს სრული დაფინანსებით და გახდით უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე მსოფლიოში ანტრეპრენერობა განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინოვაციური იდეები და მათი წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნის უნარი არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატების საწინდარია, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ფასეულია ისეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომლებიც ამ მიმართულებით ცოდნისა და უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ამ კონტექსტში უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მიერ გამოცხადებული სრულად დაფინანსებული კონკურსი, რომელიც SEU-ს აკადემიური პერსონალის გარდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც მომავალში SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი გახდება, შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს სრულად დაფინანსებულ ანტრეპრენერული განათლების გადასამზადებელ პროგრამაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT).

შერჩეული კანდიდატები გაივლიან MIT-ის "გამართული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს", სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან "გამართული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას". ასევე გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს, პროგრამებს. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება 2025 წლის 13 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ ყოველდღიური, მგზავრობის და საცხოვრებლის ხარჯი. ასევე, აღსანიშნავია რომ SEU-ს სტუდენტებსაც ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ MIT-ში სრულად დაფინანსებულ ანტრეპრენერულ სასწავლო პროგრამაზე.

შეგახსენებთ, რომ SEU სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამეწარმეო ცენტრის - Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის (Raise the Bar Entrepreneurship Educators Network) თანადამფუძნებელი გახდა მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად.

SEU-ს როგორც Raise the Bar Entrepreneurship Educators Network-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ექსკლუზიური წვდომა ექნება MIT-ის Orbit პლატფორმაზე. Orbit-ის ულტრაინოვაციური ციფრული პლატფორმა სტარტაპერებს იდეის განვითარების პროცესს უადვილებს და რისკების იდენტიფიცირების მაქსიმიზაციას ახდენს. პლატფორმა GenAI-ასისტენტს იყენებს, რომელიც ხელს უწყობს სამეწარმეო საგანმანათლებლო გამოცდილების გაუმჯობესებას სტუდენტებისა და ლექტორებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ SEU-სა და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის კოლაბორაციით, SEU-ს ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტარტაპ-აქსელერატორი, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრირდება. SEU-ს სტარტაპ აქსელერატორში MIT-ში გადამზადებული კადრები წაიკითხავენ ლექციებს, რომლებიც SEU-ს სტუდენტებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ MIT წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც 1861 წელს დაარსდა. QS World University Ranking-ის 2024 წლის მონაცემებით, MIT პირველ ადგილს იკავებს როგორც უნივერსიტეტების ზოგად რეიტინგში, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით და გამოირჩევა წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების მაღალი მაჩვენებლით.

დეტალური ინფორმაცია პარტნიორობის შესახებ იხილეთ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"