Get All Access for $5/mo

გაიგეთ როგორ გაატაროთ დაუვიწყარი დასვენება ბათუმში დაისვენეთ ბათუმში! დაისვენეთ საქართველოში!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმი

ბათუმი სამართლიანად ითვლება ყველაზე თვალწარმტაც კურორტად საქართველოში. Forbes–ის რედაქტორებმა ის ხავერდოვანი სეზონის დასვენებისთვის ხუთეულში მოათავსეს და ასევე მას გირჩევენ The New York Times, სერვისი Airbnb და პოპულარული მოგზაურობის სახელმძღვანელო Lonely Planet.

უკრაინიდან ბათუმში ჩამოსვლა რთული არ არის: კიევიდან პირდაპირ ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიები SkyUp (25 მაისიდან) და YanAir (6 აპრილიდან). ასევე YanAir დაფრინავს ოდესიდან (29 მაისიდან) და ხარკოვიდან (5 ივნისიდან).

მაშინვე აღვნიშნავთ, ბათუმი არ არის ჩვეულებრივი კურორტი, რადგან პლაჟების გარდა აქ ბევრი საინტერესო რამ არის. აი რას გირჩევთ ჩვენ:

გაისეირნეთ ქალაქში და იპოვნეთ Instagram ლოკაციები

ბათუმში ჩასვლისთანავე სასწრაფოდ გაემგზავრეთ საფეხმავლო ტურში, რათა რეალურად შეიგრძნოთ ქალაქის სული. წერტილი პირველი - ევროპის მოედანი, სადაც დგას დავით ხმალაძის ქანდაკება, რომელიც ასახავს კოლხეთის მეფეს ასულს - მედეას. სწორედ ამ მოედანზე იმართება მრავალი საერთაშორისო კონცერტი და საახალწლო ზეიმი.

ბათუმის ბულვარი - სანაპირო ქუჩაა, რომლის სიგრძეც დაახლოებით 7 კილომეტრია, მოფენილი თანამედროვე ქანდაკებებით, შადრევნებით და რესტორნებით. აქვეა საოცრებათა პარკი ეშმაკის ბორბალით, ძველი შუქურა, ცენტრალური პირსი და ანტიკური სტილის კოლონადა.

სხვათა შორის, კოლონადისგან არც თუ ისე შორს არის ულამაზესი ბამბუკების ხეივანი

შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქით სიმაღლიდან, ბათუმის საბაგიროთი გასეირნებისას, რომელიც ევროპაში ყველაზე გრძელია (2600 მ). ცალმხრივი გძა 10 წუთს გრძელდება და 15 ლარი ღირს. გზის ბოლოს დაგხვდებათ სამეთვალყურეო მოედანი ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლეზე. ტურისტები აღნიშნავენ, რომ საღამოს აქედან განსაკუთრებით ლამაზი ხედი იშლება.

ანბანის კოშკი - ბათუმის არქიტექტურული სიმბოლოა, რომელიც ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დომინგო კაბომ შექმნა. მისი სიმაღლე 130 მეტრს შეადგენს და ის დნმ-ის სტრუქტურული მოდელის მსგავს კონსტრუქციას და მასზე მიმაგრებულ, ქართული ანბანის 33 ასოს აერთიანებს. ზედა სართულზე განთავსებულია რესტორანი, გარე ტერასა და საინფორმაციო-ტურისტული ზონა.

სანაპიროზე, ანბანის კოშკის გვერდით არის ალი და ნინოს სიყვარულის მოძრავი ქანდაკება და ეს არის კიდევ ერთი must-visit ქალაქში. დამზადებული ლითონის ფირფიტებისგან 7 მ სიმაღლის ქალის და მამაკაცის ორი ფიგურა, ერწყმის ერთმანეთს, შემდეგ კი შორდებიან. ეს არის ურთიერთობების მარადიული ციკლის სიმბოლო.

ჭამე და არაფერზე არ ინანანო

აჭარული სამზარეულო არის რაგაც განსაკუთრებული. საცივი, მწვადი, მჭადი, ხინკალი, ჩქმერული - მრავალფეროვანი გემოვნებისგან თავბრუსხვევა. და მიუხედავად იმისა, რომ ძნელია ყველა სახელის დამახსოვრება, ამ კერძების გემო არასოდეს დაგავიწყდება. გასტრონომიული ტური თქვენ უნდა დაიწყოთ, რა თქმა უნდა, აჭარული ხაჭაპურით. მას თქვენ ბევრ რესტორანში მოგართმევენ, მაგალითად – Terrassa Askaneli-ში, სადაც შეგიძლიათ უყუროთ თუ როგორ მზადდება ეს ცნობილი კერძი და ასევე ისწავლოთ მისი დამზადება კულინარიულ მასტერკლასზე.

სხვა სულიერი, გემრიელი და მიმზიდველი ადგილებს შორისაა - Old Boulvard (ნინოშვილის 23 ა), Bern (რუსთაველის 17) და თევზის რესტორანი Balagan (გოგებაშვილის 31).

დაგეგმეთ კულტურული პროგრამა

საკვები და გასეირნება - ეს არ არის ბათუმში დასვენების სრული პროგრამა. აქ ტარდება სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებები, როგორებიცაა Black Sea Jazz Festival, პროექტი მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად CheckIn Georgia და კინოფესტივალი.BIAFF-ი (15-22 სექტემბერი).

ქალაქში უახლოესი ღონისძიებებია – მეოთხე ყოველწლიური ღვინის ფესტივალი Wine weekend Batumi-2019 (2-6 აგვისტო) და მუსიკალური ფესტივალი Black Sea Sound & Color Fest (2 აგვისტო).

გრანდიოზული კონცერტები მალე გაიმართება ბათუმის მახლობლად: შეკვეთილში (ბათუმიდან ჩრდილოეთით 45 კილომეტრში), 8 აგვისტოს, კონცერტით გამოვა ბრიტანელი მომღერალი Jessie J, ხოლო 13-ში, შოუს გამართავს ჯგუფი 30 Seconds To Mars.

გაისეირნეთ ღამით

რასაკვირველია, ეს ჯადოსნური კურორტი, მზის ჩასვლის შემდეგ, სიცოცხლით დუღს. ბათუმში უამრავი ღამის კლუბია და გასართობ წვეულებაზე მოხვედრა აქ პრობლემას არ წარმოადგენს. უახლოესი წვეულებებია: 36-საათიანი წვეულება Phangan Heart სხვადასხვა ქვეყნიდან დიჯეიებთან ერთად კლუბ Iveria Beach -ში (2-4 აგვისტოს); აქვე 10 აგვისტოს, ამერიკული ხაუს-სცენის ვარსკვლავი სადარ ბაჰარი შეასრულებს DJ- ს ნაკრს, ხოლო 17 აგვისტოს კლუბში UP2U გამოვა ფრანგი DJ და შემსრულებელი ვილი უილიამსი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

რევოლუცია "შავი ლომისგან"

"ჩვენ მომხმარებლის გემოვნება შევცვალეთ"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი