Sponsored Content

გაინტერესებთ, როგორ უნდა დაიწყოთ სტარტაპებში ინვესტირება? | ცოდნის მიღების შესაძლებლობები აქსელში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აქსელი - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი, ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებს ინვესტიციის მოზიდვაში ეხმარება და ამ მიზნისთვის 90-ზე მეტ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.

აქსელმა 2.5 წელში 20 გარიგება დახურა ქართულ და უცხოურ სტარტაპებთან და ჯამურად 2.5 მილიონ ლარზე მეტი დააინვესტირა ტექნოლოგიურ სტარტაპებში.

თუმცა, ინვესტირების პროცესი არც ისეთი მარტივია, როგორიც შესაძლოა წარმოდგენილი გქონდეთ. სწორედ ამიტომ, მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა აქტივობებს ახორციელებს აქსელი იმისთვის, რომ ანგელოზი ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს მისცეს შესაბამისი ცოდნა.

საქართველოს სტარტაპ და საინვესტიციო გარემო სწრაფად იცვლება და ვითარდება. აქსელის შექმნის შთაგონებაც სწორედ ის იყო, რომ სტარტაპებისთვის გამარტივებულიყო გამხდარიყო ფინანსებზე წვდომა. თუმცა, სტარტაპის შენების პროცესში, მხოლოდ მოზიდული კაპიტალი არ არის საკმარისი და ხშირად, კომპანიების დამფუძნებლებს მენტორობა, დახმარება, სწორ ადამიანებთან დაკავშირება სჭირდებათ. ამ ყველაფერს კი აქსელი აერთიანებს.

"შექმნის მომენტიდან, გააზრებული გვქონდა, რომ პირველ რიგში, შესაბამისი ინფორმაციის მიღება იქნებოდა საჭირო, რათა სწორად გვემართა პროცესები, სიღრმისეულად გვესწავლა სტარტაპის შეფასების პროცესი. ამ მიზნისთვის, ევროკავშირთან და მსოფლიო ბანკთან ერთად განვახორციელეთ ერთობლივი პროექტი. პროექტის ფარგლებში, აქსელის წევრებმა მონაწილეობა მიიღებეს 9-თვიან პროგრამა Learn-by-doing-ში (ისწავლე კეთებით), რომელსაც გამოცდილი ანგელოზი ინვესტორები და ინვესტორთა ჯგუფის მმართველები წარუძღვნენ.

აღნიშნული პროგრამის სრული, 9 თვის განმავლობაში შექმნილი მასალა, ჩანაწერები ხელმისაწვდომია აქსელის წევრებისთვის." - ირო ცაგარეიშვილი, აქსელის მმართველი დირექტორი.

ამის გარდა აქსელის გუნდმა შექმნა ლექსიკონი: "ანგელოზი ინვესტორებისთვის უცნობ-ნაცნობი ტერმინების გზამკვლევი", რომელიც მუდმივად განახლებადია და განხილულია ის ტერმინოლოგია, რომელსაც სტარტაპები იყენებენ. აღქმადი რომ იყოს, რა ენაზეა დაწერილი ლექსიკონი, ერთ-ერთ განმარტებას აქაც მოვიყვანთ მაგალითად:

"Angel Investor - იგივე ენჯელი, ანგელოზი ინვესტორი, მთლად ფრთები არ აქვს, მაგრამ პროგრესული და ძალიან კარგი ტიპია, რომელმაც დააგროვა გარკვეული მიმართულებით გამოცდილება და კაპიტალი, თავის სფეროში დადებული აქვს მნიშვნელოვანი შედეგები და აქვს საინტერესო კონტაქტები, მხარს უჭერს ახალ იდეებს და ნათელი გონების მქონე გუნდებს, მცირე წილის სანაცვლოდ, სტარტაპებში დებს ინვესტიციებს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ სტარტაპში ჩადოს. თვის განმავლობაში ხარჯავს 12-18 საათს ანგელოზ-ინვესტორობაში. სიამოვნებს ახალი, საინტერესო ხალხის გაცნობა, შეუძლია უცხო ადამიანებთან ერთად სიცილი და კარგად დროის გატარება. დაცვით არ დადის და სხვის ხუმრობებზეც იცინის."

გარდა მსგავსი დოკუმენტებისა, აქსელში მუშაობს ერთმანეთს შორის ცოდნის მიმოცვლის მეთოდი. წევრი ანგელოზი ინვესტორები ხშირად აწვდიან ერთმანეთს სხვადასხვა სტარტაპებზე ინფორმაციას, აზიარებენ ღიად, თუ რატომ დააინვესტირეს, ან არ დააინვესტირეს ამა თუ იმ სტარტაპში.

"ცოდნის მიღების კიდევ ერთი შესაძლებლობა ახლახანს შევქმენით. GEC Consulting-თან ერთად, USAID — ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, გამოვეცით ინვესტორთა სახელმძღვანელოები (ე.წ. Guidelines), რომელიც ორი მთავარი დოკუმენტისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი იმ აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს სტარტაპებში ინვესტირებაში და მათ აქსელის პროცესებს დეტალურად აცნობს. ხოლო მეორე სახელმძღანელო აქსელის უკვე არსებული წევრებისთვის შეიქმნა, რაც მათ ეხმარებათ იმაში, რომ შეაფასონ აქსელის მიერ შეთავაზებული გარიგებები და უფრო ეფექტიანად წარმართონ სტარტაპებში ინვესტირების პროცესი" - ირო ცაგარეიშვილი.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ თვლით, რომ მზად ხართ ანგელოზი ინვესტირების დასაწყებად, შეგიძლიათ ამ ბმულით შეიტანოთ განაცხადი და თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მასალა და შესაძლებლობა თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება.