Cyber Monday Sale! 50% Off All Access

გაიცანით 500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის მენტორები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უკვე მეოთხე წელია, გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, 500 Global-ი, საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის რეგიონული პროგრამას — 500 Global in Eurasia-ს საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ახორციელებს.

500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის მონაწილეების გადამზადება აქტიურ ფაზაშია.

პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტარტაპების სწრაფ ზრდასა და განვითარებას მსოფლიოს წამყვანი აქსელერაციის ექსპერტების მიერ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარების საფუძველზე. 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა მოიცავს 12-კვირიან ინტენსიურ გადამზადების კურსს, რომელსაც მეექვსე ნაკადის ფარგლებში შემდეგ მენტორები გაუძღვებიან:

პედრო სანტოს ვიეირა

პედრო სანტოს ვიეირა, 500 Global-ის პარტნიორი და 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი, პორტუგალიელი ინვესტორი და მენტორია, რომელსაც ტექინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პედრომ სადოქტორო ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში დაიცვა, მისმა კვლევებმა და პუბლიკაციებმა კი ევროპასა და აშშ-ში არაერთი ჯილდო მოიპოვა. პედრო თავდაპირველად მენეჯმენტის კონსულტანტად მუშაობდა, შემდეგ კი მისი პირველი სტარტაპი GoodGuide დააფუძნა. მოგვიანებით, მან ორგანიზაცია West to West დააარსა, რომელიც მეწარმეებს სილიკონ ველიზე წარმატების მიღწევაში ეხმარება.

წლებია, პედრო ვიეირა როგორც დამწყებ, ასევე დიდ კომპანიებს სტრატეგიის შემუშავებასა და გაყიდვების ზრდაში ეხმარება. ცოტა ხნის წინ მან Shilling Founders Fund შექმნა, რომელიც ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს კონსულტაციას უწევს. ასევე, პედრო 500 Global-ის პარტნიორი და 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელია. ის პროგრამის წინა ნაკადების მენტორიც იყო, ახლა კი თავის ცოდნასა და გამოცდილებას მეექვსე ნაკადის მონაწილეებს უზიარებს.

ჯუსტინა იასტჟებსკა

ჯუსტინა იასტჟებსკა მარკეტინგის სპეციალისტია და 16-წლიანი გამოცდილების განმავლობაში წარმატების მიღწევაში მსოფლიო მასშტაბით უამრავ ბიზნესს და სტარტაპს დაეხმარა. მისი გამოცდილება მოიცავს როგორც ეფექტური სტრატეგიების დაგეგმვას, მარკეტინგული ფუნქციების შემუშავებასა და ინვესტორების მოზიდვას, ასევე e-mail მარკეტინგსა და ელექტრონული კომერციის ოპტიმიზაციას. ჯუსტინას მიერ შემუშავებული მეთოდები გაყიდვების ზრდაში ბევრ ცნობილ კომპანიას დახმარებია. მაგალითად, მისი კონსულტირებით კომპანია Mindvalley-მ ყოველწლიური შემოსავალი $300 ათასიდან $20 მილიონამდე გაზარდა.

დღეს ჯუსტინა 30-მდე აქსელერაციის პროგრამაშია ჩართული და სტარტაპერებს თავის მარკეტინგულ მიდგომებსა და პრაქტიკულ ცოდნას უზიარებს. მან გლობალური აქსელერაციების პროგრამების 900-მდე მონაწილე სტარტაპის განვითარებას შეუწყო ხელი, რომლებმაც ბიზნესები სხვადასხვა ქვეყანაში გააფართოვეს და გაყიდვებში დიდ წარმატებასაც მიაღწიეს.

ტიმურ დაუდპოტა

ტიმურ დაუდპოტა თავადაც სტარტაპის დამფუძნებელი და 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის ყოფილი მონაწილეა. კარიერის განმავლობაში ის ისეთ ცნობილ ბრენდებთან მუშაობდა, როგორებიცაა Coca-Cola, Burger King, Disney და Invisalign. ჩამოთვლილ ბრენდებს ტიმური მარკეტინგის კამპანიების წარმოებაში ეხმარებოდა. იგი ასევე თანამშრომლობდა უმსხვილეს გამომცემლებთან, რომელთა შორისაა Time Inc, GQ, TechCrunch, Vogue და სხვა. B2B გაყიდვების მოდელის გამოყენებით, ტიმური ცნობილ გამომცემლებს კომერციული წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

მრავალწლიანი გამოცდილების ფარგლებში მას უკვე 2000-ზე მეტ სტარტაპთან უმუშავია. 500 Global-ის სტარტაპერობიდან მენტორობამდე ტიმურმა გრძელი და საინტერესო გზა განვლო, ახლა კი დამწყებ ბიზნესებს თავის გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს.

ბრიანა სალინასი

ბრიანა სალინასი სტარტაპ მრჩეველი და მენტორია, რომელიც წარმატების მიღწევაში უკვე 500-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა. მისი საქმიანობა მოიცავს მომხმარებლის მოზიდვის, შენარჩუნებისა და ზრდის სტრატეგიების შემუშავებას, რამაც ბევრი სტარტაპი მსხვილ ბიზნესად უკვე აქცია. ბრიანა თავდაპირველად დამწყები სტარტაპებისთვის შემოსავლებზე ორიენტირებულ გუნდებს ხელმძღვანელობდა. ეტაპობრივად კი მან მომხმარებელთა წარმატების, გაყიდვების განვითარების, მარკეტინგის, HR-ის, პროექტის მენეჯმენტისა და ინჟინერიის მიმართულებით 800-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც გაყიდვების ზრდაში უამრავ დამწყებ და მსხვილს ბიზნესს დაეხმარა.

ბრიანა YCombinator-ის მიერ მხარდაჭერილ ორ კომპანიაშიც მუშაობდა, რომელთა მოგებამ $50 მილიონზე მეტი შეადგინა. კარიერის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა ასობით სტარტაპს, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე გაფართოვდნენ და ჯამში $700 მილიონზე მეტი გამოიმუშავეს.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი