Get All Access for $5/mo

გაიცანით მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალის - Touch.Point-ის სპიკერები

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარკეტინგული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ფესტივალი Touch.Point იწყება.

ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, ადამიანები, რომელთაც სურთ, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და შექმნან ახალი შესაძლებლობები. წელს ღონისძიებაზე როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური ლიდერები აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებსა და კითხვა-პასუხის სესიებს. ღონისძიების სპონსორი საქართველოს ბანკია.

ამ ბლოგში კი გიამბობთ, თუ ვისი მოსმენის შესაძლებლობა ექნება სტუმრებს Touch.Point-ზე.

5 სპიკერი მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან

წლევანდელი ფესტივალის სპიკერები იქნებიან კრეატიული დირექტორები და მარკეტერები ცნობილი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორებიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car და სხვები. ისინი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების როლს კრეატიულ ინდუსტრიაში და ზოგადად, მარკეტინგში. მათ შორის არიან:

Ziv Meiri, Creative and Brand expert - Ex Google

ზივ მეირი კრეატიული და ბრენდის მიმართულების ექსპერტი იყო გუგლში. მას ასევე უმუშავია McCann-სა, PepsiCo-ში. 18-წლიანი გამოცდლებით, ის ბრენდინგის, მარკეტინგისა და კრეატივის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტია. ღონისძიებაზე ის მარკეტინგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ისაუბრებს.

Louisa Ferguson, Global Head of Marketing Experience – Spotify

ლუიზა ფერგიუსონი სპოტიფაის მარკეტინგის გამოცდილების გლობალური ხელმძღვანელია. Touch Point-ზე ლუიზა განვითარებად ბაზრებზე Spotify-ის მარკეტინგულ სტრატეგიას განიხილავს . ღონისძიებაზე იგი ასევე მიმოიხილავს, თუ როგორ აგრძელებს მსოფლიოს უმსხვილესი აუდიო ბრენდი განვითარებას ლოკალურიდან გლობალურ მასშტაბებზე და პირიქით.

Timmy Ghiurau, Innovation Lead @Volvo Cars

Volvo Cars-ის წარმომადგენელი ღონისძიებაზე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში ტექნოლოგიების და კრეატივის როლზე ისაუბრებს. დამსწრეებს ასევე გაუზიარებს პერსონალურ გამოცდილებას კრეატიული ინდუსტრიიდან ტექნოლოგიებში გადასვლის შესახებ.

Tommy Petrov, CEO - CopySigh AI; ex-Snap; ex-Meta

ტომი პეტროვი უკრაინელი კრეატიული დირექტორი და მხატვარია. ფესტივალზე მისი გამოსვლა შეეხება ხელოვნური ინტელექტის ძალას და სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც AI-ის მიერ გენერირებული კონტენტის კომერციულად გამოყენებას უკავშირდება.

Dot Lung, Mother of Social Dragons

დოტ ლუნგი, ციფრული მარკეტინგის გურუ, წარადგენს პრეზენტაციას სათაურით: "პირადი ბრენდინგი არის მარკეტინგის მომავალი." ის დამსწრეებს გაუმხელს ექვს ელემენტს, რომელიც აუცილებელია სოციალური მედიის გავლენის მოსაპოვებლად, ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და ეფექტური სტრატეგიების შესაქმნელად.

Andreas Panagiotopoulos, Strategist & Creative Director - Uncloudy & Co

ანდრეასი მიმოიხილავს მეტავერსის, გეიმიფკაციის და სამომხმარებლო გამოცდილების საკითხებს, ასევე ტენდენციებს, რომლებიც სამომავლოდ ამ მიმართულებით შეიძლება გამოიკვეთოს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული სპიკერების ნაწილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მიხეილ ნადარეიშვილთან ერთად პანელურ დისკუსიასაც გამართავს. პანელური დისკუსიის სახელწოდებაა: AI in Marketing - What's next?

რაც მთავარია, ეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმ გამომსვლელებისა, რომლებიც Touch.Point-ის აუდიტორიას ღირებულ ინფორმაციას გაუზიარებენ.

სპიკერების სრული სიის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. ღონისძიების დღის წესრიგი კი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ღონისძიება გაიმართება TEC-ში, დოდო აბაშიძის 10-ში, ბილეთების შეძენას კი ამ ბმულზე შეძლებთ.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი