Cyber Week Sale! 50% Off All Access

გახდი მენტორი და დაეხმარე დამწყებ ბიზნესს საქართველოს რეგიონებში! Entrepreneur რეგიონებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების აქტიურ კამპანიას იწყებს!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც უკვე ბევრმა თქვენგანმა იცის, ჟურნალი Entrepreneur საქართველოს რეგიონებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების აქტიურ კამპანიას იწყებს!

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კამპანია, უპირველესად, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარებას ისახავს მიზნად.

Entrepreneur-ის გუნდის სახელით, მოგიწოდებთ ჩაერთოთ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის სოციალურ კამპანიაში და თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, დამწყებ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროთ.

თუ მიგაჩნიათ, რომ გაქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიაში, ან ხართ იმ სფეროს პროფესიონალი, რომლის სწორად გამოყენებაც აუცილებელია ახალბედა ბიზნესისთვის, ეს იქნება მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვები, სტრატეგია, სოციალური მედია, ადამიანური რესურსების მართვა თუ სხვა, შემოგვიერთდით!

თქვენივე სურვილით აარჩიეთ საქართველოს რეგიონში მდებარე რომელიღაც მცირე ტურისტული ობიექტი − იქნება ეს საოჯახო სასტუმრო, კვების ობიექტი, მარანი თუ ტურისტული მომსახურება ადგილობრივ დონეზე, და გახდით მისი მენტორი უახლოესი თვეების განმავლობაში.

დაეხმარეთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი ამ ეტაპზე სწორედ რჩევა, კონსულტაცია და კომპეტენციით გამყარებული მორალური თანადგომაა, რომ მათ სწრაფად დაძლიონ არსებული გამოწვევები და დროულად ადაპტირდნენ ცვალებად გარემოსთან.

ეს იქნება უპრეცედენტო კამპანია, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალები მთელი საქართველოს მასშტაბით გაერთიანდებიან ერთი იდეის გარშემო – უსასყიდლოდ, მოხალისეობრივ საწყისებზე გვერდში დაუდგნენ დამწყებ მეწარმეებს საქართველოს რეგიონებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ!

დღეს საქართველო თავისი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. ამის მიზეზი კი სწორედ ცოდნისა და კომპეტენციის, ისევე როგორც მოტივაციის, ნაკლებობა და საკუთარი შესაძლებლობების დაუფასებლობაა.

სწორედ ამიტომ იწყებს ქართული ანტრეპრენერი მენტორობის საყოველთაო, მოხალისეობრივ კამპანიას!

შემოგვიერთდით!

შეავსე მარტივი ფორმა და დარეგისტრირდი! http://bit.ly/2YL3FF4

ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაზე მთავარი – ცოდნა და გამოცდილება!

#E4E
#entrepreneurforentrepreneur

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე