📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გახდი მოთხოვნადი დეველოპერი 7 თვეში Skillwill აკადემიის მეორე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Skillwill აკა­დე­მიაში მეორე ნაკადის რეგისტრაცია 16 სექტემბერს დასრულდება. მანამდე კი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს ღია კა­რის დღეს, სადაც მონაწილეები შეძლებენ შეხვდნენ აკადემიურ გუნდს და გაეცნონ ყველა იმ ბენეფიტს, რაც იხსნება მათთვის, როგორც მომავალი წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის.

ღია კარის დღე ჩატარდება 7 სექტემბერს 18:00 საათზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში.

პროგრამირების კურსის გავლით დაინტერესებულ პირთა რე­გის­ტრა­ცია მიმდინარეობს ბმულზე

------

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა პროგრამისტებზე და შესაბამისად, ინდუსტრიის მიუხედავად, კომპანიები აქტიურად ეძებენ კვალიფიციურ დეველოპერებს. მეორეს მხრივ, ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ტექნოლოგიების სფეროში, აქვთ მუდმივად მზარდი ანაზღაურება, მოქნილი სამუშაო გარემო და წინსვლის უამრავი შესაძლებლობა. CompTia-ს მონაცემებით, 2022 წელს 143,700-ზე მეტ დეველოპერზე გაჩნდა მოთხოვნა და ეს რიცხვი ყოველწლიურად 55%-ით იზრდება.

სწორედ ამ გლობალური ტრენდის საპასუხოდ, შეიქმნა Skillwill Academy - ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა 7 თვეში, სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურ ფორმატში შეისწავლოს მოთხოვნადი პროფესია და გახდეს კონკურენტუნარიანი დეველოპერი. ინიციატივის მიზანია, გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები დასაქმების ბაზარზე და ამასთან, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაში.

Skillwill აკა­დე­მია იძლევა საშუალებას, მხოლოდ 600 ლარად დაეუფლო პროფესიას, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებთან ასოცირდება. Skillwill აკადემიის პროგრამირების კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს მიღებული კვალიფიკაციით შეეძლებათ დასაქმდნენ კონკურენტუნარიან ბაზარზე და გახდნენ იმ სფეროს წევრები, სადაც მუდმივად იზრდება შემოსავლები და თანამშრომლებს შეუძლიათ თავადვე გადაწყვიტონ საიდან იმუშავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ დეველოპერის პროფესია არ არის მოქცეული კონკრეტულ საზღვრებსა თუ ჩარჩოში, პროგრამისტებს შეუძლიათ, ქვეყნის დატოვების გარეშე დასაქმდნენ საერთაშორისო კომპანიებში.

Skillwill-ში სტუდენტები 4 თვის განმავლობაში შეისწავლიან პროგრამირებას საბაზისო დონეზე, ხოლო მეხუთე თვიდან ირჩევენ სასურველ სპეციალიზაციას:

  1. Web Development
  2. Back-End Development
  3. Mobile Development
  4. ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბა
  5. პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვა

გარდა პროგრამირების შესწავლისა, ბენეფიციარები გაივლიან ე.წ. რბილი უნარების (Soft Skills) ტრენინგებს ეფექტური კომუნიკაციის, დროის მენეჯმენტის, თვითგანვითარების, მოტივაციის, ემოციური ინტელექტის, კორპორატიული კულტურის, ლიდერობის, კონფლიქტების მართვის, საჯაროდ გამოსვლის ტექნიკის, სტრესის მართვისა და სხვა მიმართულებით. თითოეულ სასწავლო მოდულს უძღვებიან პრაქტიკოსი ლექტორები, რომლებსაც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება გააჩნიათ.

Sweeft-ისა და Skillwill-ის დამ­ფუძ­ნე­ბლის, ვაკო თურ­ნა­ვას განცხადებით, პირველი ნაკადის სწავლების პროცესი წარმატებით ხორციელდება და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მზადება მეორე ნაკადის მისაღებად. აკადემიის გუნდს აქვს ხედვა, საქართველო გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი იმ ქვეყნებისთვის, ვისაც მუდმივად სჭირდება კადრები პროგრამირების მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა კი, ვაკო თურნავას განმარტებით, განხორციელდება იმ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც უკვე გამოთქვეს ინტერესი აკადემიისადმი.

Skillwill აკა­დე­მიაში მეორე ნაკადის რეგისტრაცია 16 სექტემბერს დასრულდება. მანამდე კი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს ღია კა­რის დღეს, სადაც მონაწილეები შეძლებენ შეხვდნენ აკადემიურ გუნდს და გაეცნონ ყველა იმ ბენეფიტს, რაც იხსნება მათთვის, როგორც მომავალი წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის.

ღია კარის დღე ჩატარდება 7 სექტემბერს 18:00 საათზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში.

პროგრამირების კურსის გავლით დაინტერესებულ პირთა რე­გის­ტრა­ცია მიმდინარეობს ბმულზე

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი