Get All Access for $5/mo

გახდი ყავის პროგრესის ნაწილი "მეამამ" ქართულ ბაზარზე უნიკალური არომატებით და ხარისხით ყავის ინოვაციური გამოცდილება შექმნა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეამამ ქართულ ბაზარზე უნიკალური არომატებით და ხარისხით ყავის ინოვაციური გამოცდილება შექმნა. ყავის თუ ჩაის მოყვარულებს საშუალება აქვთ პროგრესის გემო თითოეულ ფინჯან მეამაში აღმოაჩინონ. დღის ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი, რაც სახლში არომატული ყავის სასმელის მომზადებას გულისხმობს, უკვე ყველა იმ ოჯახში გვხვდება, სადაც ყავა ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია.

მეამამ მომხმარებლების სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით, არომატული ყავის კუთხის მოსაწყობად შექმნა სამი ნაკრები: "სტარტერი", "კომფორტი" და "ბარისტა".

"სტარტერ ნაკრები" შედგება სასურველი ფორმატის აპარატისა და 60 ყავის კაფსულისგან. ეს ნაკრები საუკეთესოა მათთვის, ვინც ახლა იწყებს სახლში ყავის რიტუალის შექმნას და ჯერ კიდევ ფავორიტი არომატების შერჩევის პროცესშია.

ყავის აპარატის, 60 კაფსულის, მეტალის ჭიქისა და კაფსულების ჩასაყრელი ჰოლდერისგან შედგება მეამას ყავის ნაკრები - "კომფორტი". სხვადასხვა ინტენსივობისა და არომატის კაფსულის არჩევანი, აპარატი, მეამას მეტალის ყავის ჭიქა და ჰოლდერი საშუალებას მოგცემს სახლში სრულფასოვანი არომატული ყავის კუთხე მოაწყო.

"ბარისტა", რომელიც შედგება სასურველი ფორმატის ყავის აპარატის, 60 კაფსულის, მეტალის ჭიქის, ჰოლდერისა და კაპუჩინატორისგან, საშუალებას მოგცემს, სრულად გახდე ყავის პროგრესის მონაწილე და სახლში შეძლო პროფესიონალური ყავის შექმნაში დახელოვნება. ეს ნაკრები საშუალებას მოგცემს, მეამას ყავის კუთხეში თავად მოირგო ბარისტას როლი და პროფესიონალური რეცეპტით მოამზადო კაპუჩინო, ლატე, თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ყავის სასმელი.

თითოეული ნაკრების შეძენა შესაძლებელია ბრენდულ სივრცეებში, ონლაინ მაღაზიასა და მეამას ქოლ ცენტრში. შეძენილი პროდუქციის ადგილზე დროულ მიტანას კი მეამას მიწოდების სამსახური უზრუნველყოფს.

აყევი ყავის პროგრესს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში შექმენი სამახსოვრო მომენტი მეამასთან ერთად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია