Get All Access for $5/mo

"გალტ ენდ თაგარტმა" "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 12 მილიონი აშშ დოლარის და 3 მილიონი ევროს 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

"გალტ & თაგარტმა" კიდევ ერთხელ უზრუნველყო "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 12 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება და განთავსება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროში დენომინირებული ობლიგაციების განთავსება - 3 მილიონი ევროს მოცულობით და 2 წლის ვადით პირველად მოხდა. ეს "საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის" რიგით მეექვსე და მეშვიდე ემისიებია, რაც პანდემიის პირობებში კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს.

"საქართველოს სალიზინგო კომპანია" მომხმარებელს კვლავ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. დოლარის ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი უპრეცედენტოდ დაბალია და 5.75%-ს შეადგენს; ხოლო საქართველოს კაპიტალის ბაზარზე სადებიუტო ევროს ობლიგაციების საპროცენტო სარგებელმა 4.75% შეადგინა. ორივე ობლიგაციის ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა 2023 წლის 12 ივლისს მოხდება. აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა მოთხოვნამ გადააჭარბა გამოშვებული ქაღალდების მოცულობას. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც "გალტ & თაგარტია".

"მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ "საქართველოს სალიზინგო კომპანიამ" კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და "გალტ & თაგარტის" მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და "გალტ & თაგარტის" თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება" - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

"მოხარული ვარ აღვნიშნო "გალტ & თაგარტის" როლი "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ეს განთავსება უპრეცენდენტოა ერთი მხრივ დოლარის ობლიგაციებზე დაფიქსირებული კუპონის დაბალი განაკვეთის, ხოლო მეორე მხრივ ევროში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების სადებიუტო ემისიის გამო. ობლიგაციებზე არსებული მაღალი მოთხოვნა მეტყველებს როგორც "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" სანდოობაზე, ისე ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მივულოცო "გალტ & თაგარტის" მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში" - განაცხადა "გალტ & თაგარტის" მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი