გამოიწერეთ Wolt+ უფასოდ ერთი წლით - ვოლტის და საქართველოს ბანკის ერთობლივი შეთავაზება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიტანის სერვისის სფეროს ლიდერი, ფინური კომპანია ვოლტი საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მორიგ მასშტაბურ კამპანიას იწყებს.
ერთობლივი სპეციალური შეთავაზების ფარგლებში SOLO-მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, Wolt+ 12 თვით უფასოდ გამოიწერონ. აღნიშნული პირობებით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის Gold-სტატუსის მფლობელებიც.
Wolt+-ის 3-თვიანი უფასო გამოწერას შეძლებენ Starter, Bronze და Silver-სტატუსის მქონე მომხმარებლები. შეთავაზებას საქართველოს ბანკის მობილბანკის შეთავაზებების სივრცეში, სპეციალურ ბმულზე გადასვლის შედეგად გაიაქტიურებთ. SOLO-მომხმარებელი, რომელსაც Wolt+ უკვე გამოწერილი აქვს, ერთწლიანი უფასო სერვისი მოქმედი სერვისის დასრულების შემდეგ გაუაქტიურდება.
Wolt+-ს გააქტიურების შედეგად, ვოლტის უფასო მიტანის სერვისი ნებისმიერ კატეგორიაზე ვრცელდება. ვოლტის პარტნიორი ობიექტების რაოდენობა მუდმივად მზარდია და უკვე 3 ათასს აჭარბებს. მრავალფეროვანია კატეგორიებიც. ვოლტის აპლიკაციაში შეკვეთის განთავსება შესაძლებელია როგორც კვების ობიექტებში, ისე სუპერმარკეტებში, საჩუქრების მაღაზიებში, აფთიაქებში თუ სხვა.
Wolt+-ს ვოლტის წევრობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელზე ორიენტირებული დაზოგვის შეთავაზების გარდა, მნიშვნელოვან შეთავაზებას წარმოადგენს სავაჭრო პარტნიორებისთვისაც, რამდენადაც, დამატებით გაყიდვების უზრუნველყოფის გზით ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და განვითარებას.
"ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვართ იმაზე, როგორ შევქმნათ დამატებითი ღირებულება ჩვენი მომხმარებლისა და პარტნიორებისთვის, კიდევ უფრო გავამარტივოთ და მეტად კომფორტული გავხადოთ ჩვენი სერვისი. ექსკლუზიური ბენეფიტების შეთავაზება ჩვენს სანდო და დროში გამოცდილ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ისე - მერჩანტებისთვის და ჩვენ ამ მიმართულებით მათ კიდევ არაერთ სიახლეს ვპირდებით", - აცხადებს ვოლტი-საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.