Get All Access for $5/mo

განსაკუთრებული შეთავაზებები "ლისი ტრიოს" მომავალ ბინადრებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საშემოდგომო შეთავაზებები დეველოპერული პროექტისგან, რომლის ბინების 60%-იც მშენებლობის დაწყებისთანავე გაიყიდა, -"ტრიო ჯგუფის" სამარკო პროექტი ლისზე - შემოდგომას განსაკუთრებულად ხვდება. ლისის ტბიდან სამ წუთში მდებარე მშენებარე კომპლექსში კომპანია მომავალ ბინადრებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

თუკი "ლისი ტრიოს" კომპლექსში ბინას 20%-იანი პირველადი შენატანით შეიძენთ, საჩუქრად გადმოგეცემათ პარკინგი, ხოლო 10%-იანი პირველადი შენატანის შემთხვევაში 30 000 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებთ.

გარდა ამისა, დეველოპერული კომპანია მომავალ ბინადრებს ბინის წინასწარი შენატანის გარეშე შეძენასაც სთავაზობს - დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ღირებულების 30% გადაანაწილონ 30 თვეზე გადასახდელად, ხოლო სრულად თანხა მშენებლობის დასრულებისას დაფარონ.

"ლისი ტრიოში" ბინების უმეტესობა, 60% უკვე გაყიდულია - მაღალი მოთხოვნა კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის უნიკალურობასა და ხარისხს.

"ლისი ტრიო" არის ინოვაციური, მულტიფუნქციური პროექტი, რომელიც მობინადრეებისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს ქმნის. მისი მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარედ, ამაშუკელის 5 ნომერში მიმდინარეობს. პროექტი ახლოსაა ქალაქის ცენტრთან და გამწვანებულ, მყუდრო გარემოშიცაა.

"ჩვენი გუნდის მთავარი ორიენტირი ხარისხი, მაქსიმალური კომფორტის ერთ სივრცეში მოქცევა და ეკომეგობრული ინვესტიცია იყო. ამიტომ, პირველ რიგში, შევარჩიეთ მშენებლობისთვის ოპტიმალური, გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილი, რომელიც ურბანული ცხოვრებისა და ეკოლოგიური გარემოს სინთეზირების საშუალებას მოგვცემდა", - ამბობენ "ტრიო ჯგუფში".

"ლისი ტრიო" იქნება პრემიუმ ხარისხის სამი 15-სართულიანი კორპუსისგან შემდგარი პროექტი მიწისქვეშა ორი სართულითა და 200-ზე მეტი საპარკინგე ადგილით. მიწისზედა პირველი და მეორე სართულები კომერციულ ფართებს დაეთმობა, სადაც მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად ჰიპერმარკეტები, საკვები და გასართობი ზონები განთავსდება.

შემდეგი სამი სართული (III, IV, V) საოფისე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო აქედან მეთხუთმეტე სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ბინებია დაპროექტებული.

პროექტის შემქმნელებმა მცხოვრებლებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზეც იფიქრეს. საცხოვრებელ კომპლექსში იქნება სამი სახეობის: ზღვის, მარილის და ფინური სპა ცენტრი, 25-მეტრიანი ღია აუზი და სავარჯიშო დარბაზი.

გარდა ამისა, მოეწყობა სამუშაო სივრცეები დასაქმებული ადამიანებისთვის კომფორტული და საქმიანი გარემოს შესაქმნელად, ღია და დახურული ზონები ბავშვებისთვის, კერძო საბავშვო ბაღი და რეკრეაციული ზონები და ველობილიკები - საბოლოო ჯამში კი ამ კომპლექსის მობინადრეები იღებენ მინიქალაქს და არა სტანდარტულ საცხოვრებელს.

"მობინადრეების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ საცხოვრებელ სივრცეში იქნება სასტუმროს ტიპის ლობი, 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი, დაცვა და უსაფრთხოების უახლესი სისტემები, რაც ტერიტორიაზე უცხო პირების გადაადგილებას მინიმუმამდე შეამცირებს. დამატებით უსაფრთხოებას შენობაში დამონტაჟებული სპრინკლერის სისტემა უზრუნველყოფს".

პროექტს კომპანია "ტრიო ჯგუფი" ახორციელებს, რომელიც ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. მის ანგარიშზეა ისეთი მასშტაბური და უმაღლესი დონის პროექტები, როგორიცაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ოქროყანის "აპარტოტელი" და კერძო დასახლებები.

"ლისი ტრიო" 2023 წელს დაანონსებული 10 საუკეთესო დეველოპერულ პროექტს შორის დასახელდა. თუმცა "ტრიო ჯგუფი" აქ არ ჩერდება - მათი სამომავლო გეგმები მიზნად ისახავს როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების ურბანულ განვითარებას. გუნდი დედაქალაქში ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესებს სამ ობიექტზე აქტიურად ახორციელებს. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს პროექტების დამუშავება ქალაქგარეთ, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"