Get All Access for $5/mo

განვითარების მუდმივი შესაძლებლობები "გრანდ ელექტრონიქსში" კომპანიაში მიიჩნევენ, რომ წარმატების მოპოვება, პირველ რიგში, სწორი საკადრო პოლიტიკით მოახერხეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საერთაშორისო წამყვანი ბრენდები, ოთხი ფილიალი თბილისის მასშტაბით, ექსპერტ კონსულტანტები და პანდემიის პერიოდში წარმატებით აწყობილი და განვითარებული ონლაინ-მაღაზია - ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "გრანდ ელექტრონიქსში" მიიჩნევენ, რომ წარმატების მოპოვება, პირველ რიგში, სწორი საკადრო პოლიტიკით მოახერხეს.

ღია და გახსნილი ურთიერთობები ტოპ-მენეჯმენტთან, საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და ყოველდღიურად ზრდის საშუალება თითოეულ თანამშრომელს - ეს ის ღირებულებებია, რითაც "გრანდ ელექტრონიქსის" გუნდის თითოეული წევრი თავის დროზე მოიხიბლა კომპანიაში ფეხის შემოდგმისთანავე.

კომპანიის HR მენეჯერი, თინა გოგოლაძე ამბობს, რომ თანამშრომლისთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობა მხოლოდ კომპანიის დაპირებად არ რჩება.

"ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა სტაჟიორად მოსული ადამიანი დაწინაურებულა ჯერ კონსულტანტად, შემდეგ კოორდინატორად და ბოლოს მენეჯერად ან დაწინაურებულა უფრო მაღალ თანამდებობებზე", ამბობს ის.

აღსანიშნავია ისიც, რომ "გრანდ ელექტრონიქსში" უფასო სტაჟირება არ არსებობს. "ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერ ადამიანს თავისი შრომის და გამოცდილების შესაბამისი ანაზღაურება აუცილებლად ეკუთვნის", ამბობს თინა.

განსხვავებულია კონსულტანტების დატრენინგების პოლიტიკაც. კომპანიამ სულ რამდენიმე კვირის წინ დაასრულა კონსულტანტების გადამზადება და მათი ცოდნა სხვადასხვა ტექნიკის მიმართულებით დახვეწა. თუმცა კონსულტანტების ტრენინგები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. მათთვის ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იყვნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს სიახლეების ეპიცენტრში: თითოეული სიახლე ტექნოლოგიაში იმას ნიშნავს, რომ "გრანდ ელექტრონიქსის" თანამშრომელი ამაში პირველი უნდა გაერკვეს. ეს იმისთვის, რომ მომხმარებელს ყოველდღიურ რეჟიმში განახლებული ინფორმაცია მიეწოდებოდეს ამა თუ იმ პროდუქტზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა კონსულტანტებმა აქამდეც ზედმიწევნით იცოდნენ თითოეული პროდუქტის მახასიათებლები, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია, ადამიანი ერთ კონკრეტულ სფეროში იყოს ბოლომდე გარკვეული, იყოს მისი "ექსპერტი", აღნიშნავს თინა. "შესაბამისად, თითოეული მათგანი გადამზადდა კონკრეტული ტექნიკის მიმართულების შესაბამისად. მათ არამხოლოდ გაიარეს ტრენინგები თითოეული ბრენდის წარმომადგენელთან, არამედ - თავად გამოსცადეს, რომელი პროდუქტი როგორ მუშაობს, ასე რომ დღეს, მომხმარებელს, გაცილებით უფრო პროფესიონალი და მომზადებული კონსულტანტი ემსახურება ჩვენთან", ამბობს თინა გოგოლაძე.

ოთხივე ფილიალში კონსულტანტების რაოდენობა 80-ს აღწევს, ოფისში კი 20-მდე ადამიანი მუშაობს. აქ სამუშაო დღე დილით, 10:00 საათზე იწყება. ყოველი დღე გამორჩეული და განსხვავებულია.

დღის პირველი ნახევარი სიახლებს და მათ განხილვას ეთმობა: რა გამოვიდა ახალი ბაზარზე, რისი შეთავაზებაა შესაძლებელი მომხმარებლისთვის; ბაზრისა და კონკურენტების ანალიზიც ასევე მნიშვნელოვანია.

შემდეგ კი გარე აქტივობების ჯერი დგება: ყოველდღიურად მაღაზიებში ვიზიტი, დახლებზე განთავსებული პროდუქციის დათვალიერება, სტენდების მოწესრიგება, მაღაზიების თანამშრომლებთან მაქსიმალური კომუნიკაცია და სამუშაოს შეჯამება ყოველი სამუშაო დღის ბოლოს - ესაა ის აქტივობები, რითაც "გრანდ ელექტრონიქსის" თითოეული თანამშრომელია დატვირთული.

მიუხედავად ბევრი საქმისა და დატვირთული გრაფიკისა, ოფისში დაძაბულობა სულაც არ იგრძნობა. ეს, ერთი მხრივ, განსხვავებული და ევროპულ სტანდარტებზე მორგებული შიდა კორპორატიული კულტურის, მეორე მხრივ კი - როგორც გუნდის, ისე - თანამშრომლების გამოა.

როგორც თინა აღნიშნავს, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ აქ ადამიანებს განვითარება შეუძლიათ; შეუძლიათ, პოზიციურად წინ წავიდნენ და კარიერა განავითარონ. კომპანიის სწორ განვითარებაზე ისიც მეტყველებს, რომ მიუხედავად საყოველთაო კარანტინით გამოწვეული სიძნელეებისა, სწორედ ამ პერიოდში გაიზარდა "გრანდ ელექტრონიქსი"; ამ პერიოდში ზრდა და განვითარება არ შეუწყვეტია არც ერთ თანამშრომელს; სწორედ ამ პერიოდში დაბადებული იდეები იქცნენ წარმატებულ პროექტებად.

"გრანდ ელექტრონიქსში" იდეები ფასდება; ასევე ფასდებიან ადამიანებიც, რომლებიც დღეს ტექნიკის გამორჩეული კომპანიის მთავარ მამოძრავებელ ბირთვს წარმოადგენენ. შიდა კორპორატიული კულტურა კი, პირველ რიგში, მომხმარებელზე ისახება, რომელიც "გრანდ ელექტრონიქსს" სტუმრობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საუკეთესო წინ არის!

2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე