Cyber Week Sale! 50% Off All Access

გაზრდის თუ არა უნიკალური ტოკენები გამომცემლების შემოსავალს?

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული რეკლამის ბაზრის მთელი ყურადღება გასულ წელს მთლიანად მიწოდების სფეროს სამ მთავარ საკითხზე იყო მიპყრობილი, როგორიცაა პირველადი მონაცემები, მეტასამყარო და უნიკალური ტოკენები.

მეტასამყაროსგან განსხვავებით, რომელსაც განსაკუთრებული სარგებელი მოაქვს სათამაშო ბიზნესისა და მედიაქონთენთის შემქმნელთათვის, უნიკალური ტოკენების გაჩენამ უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი შემოსავალი გამომცემლებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ წარმატების ისტორიების გამო კომპანიები კიდევ უფრო დიდ ძალისხმევას ხარჯავენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლების ზრდის ამბიციური მიზნების მისაღწევად და გაცილებით მეტსაც აკეთებენ.

ცნობილი ადამიანები ლიდერების როლებს ირგებენ

თავიდანვე აშკარა იყო, რომ უნიკალური ტოკენებით მიღებულ მნიშვნელოვან შემოსავალს ყველაზე ცნობილი გამომცემლები მიიღებდნენ, როგორიცაა Rolling Stone და New York Times. მიზეზი ნათელია: მათი ოპერაციული და ფინანსური რესურსები, ისევე, როგორც მათი უზარმაზარი გლობალური მასშტაბები სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მათ გაბედული ნაბიჯი გადადგან.

მათ ყდის გაფორმებას დაუთმეს ყველაზე დიდი ყურადღება, იმ დროს, როდესაც სხვებმა ამოცანა გაიმარტივეს − მხოლოდ სარედაქციო-ქონთენთის სეგმენტი გამოიყენეს. მაგრამ აუქციონის შედეგები გვეუბნება, რომ ორივე სტრატეგია ეფექტურია, რადგან მედიაში აჟიოტაჟია ატეხილი თავად კონცეფციის გარშემო (მაგ. უნიკალური ტოკენების დამზადება) და მათ გამოშვებაზე.

საინტერესოა, გაიმართება თუ არა კიდევ ამ სეგმენტში აუქციონები უნიკალური ტოკენების სფეროში? დიახ, დიახ, რამდენიმე ნამდვილად გაიმართება, თუმცა როგორც ჩანს, ამ იდეის მიმართ ინტერესი თანდათანობით მცირდება.

საშუალო ზომის მოთამაშეებს "ტორტის" თავიანთი წილი სურთ

მსხვილი გამომცემლობები და კონგლომერატები თავისუფალი რესურსების ინვესტირებას ცდილობენ ახალი მარკეტინგული სტრატეგიების შესამოწმებლად. მათ შორის, საქველმოქმედო მიზნებითაც კი, და ამ დროს, მათი საშუალო ზომის ბევრი კოლეგისთვის უნიკალური ტოკენები შემოსავლის მიღების დამატებითი წყაროა ბიზნესში.

აი, აქ კი, ყველაფერი რთულდება. როგორც ამბობენ, ფულის გამოსამუშავებლად ფული უნდა დახარჯო და უნიკალური ტოკენების გამოშვების შემთხვევაშიც ბუნებრივია ასე იქნება. დიზაინის ხარჯებისა და ლისტინგის გადასახადის გარდა, კიდევ ერთი ასპექტი არსებობს, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ, და ეს მარკეტინგია. მსოფლიოში ცნობილი გაზეთისა თუ ჟურნალისგან განსხვავებით, რეგიონული გამომცემელი ვერ შეძლებს მედიის საჭირო ყურადღების მიპყრობას თავისი უნიკალური ტოკენების გამოშვებაზე, ამიტომ დამატებით თანხის დახარჯვა მოუწევს მის პოპულარიზაციაზე.

საინტერესოა, არსებობს თუ არა სამუშაო სტრატეგია საშუალო ზომის საგამომცემლო ბიზნესისთვის, როდესაც საქმე უნიკალური ტოკენების შექმნას ეხება? შესაძლოა, ამ შემთხვევაში ეფექტური ტაქტიკა ერთის ნაცვლად მთელი კოლექციის გამოშვება იყოს (მაგალითად, მედიის ან სარედაქციო ქონთენთის არქივიდან) და შემდეგ მისი შედარებით ნაკლებ ფასად გაყიდვა, ერთგულ მკითხველთა აუდიტორიაზე აქცენტით.

არის თუ არა ადგილი მცირე ზომის ადგილობრივი გამომცემლებისთვის უნიკალური ტოკენების სამყაროში? − როგორც ბევრი თქვენგანი ხვდება, მთლად ასეც არ არის. თუმცა, კვლავ იმედისმომცემია შემოსავლების მიღების ახლად გამოჩენილი მრავალფეროვანი ტაქტიკა, რომელიც მათთვის წელს გახდა ხელმისაწვდომი, მათ შორის, საქონლის შეზღუდული წინასწარ გაყიდვები ან ექსკლუზიური პარტნიორობა ადგილობრივ ბრენდებთან. და ბუნებრივია, წარმატების მისაღწევად უწინდებურად საჭიროა შემოქმედებითი აზროვნება, საგულდაგულო დაგეგმვა და ყოველმხრივი ტესტირება.

და შემოსავლები? უნიკალური ტოკენები კიდევ ერთი შესაძლებლობაა, განსაკუთრებით ტრადიციული მედიისთვის, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი არქივები გამოიყენონ და გარანტია შექმნან, რომ მათი ბრენდები მარადიულად იარსებებენ. ამისთვის კი, ნამდვილად ღირს ეს სფერო ნებისმიერი დონის გამომცემელმა შეისწავლოს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

მომავლის 5 პროფესია, რომელთა შესახებ თქვენ არაფერი გსმენიათ, მაგრამ თქვენს შვილებს ნამდვილად ეცოდინებათ

"დედიკო, მამიკო, კვანტური კრიპტოლოგი უნდა გავხდე" - გეტყვით ერთ დღეს თქვენი შვილი. გაეცანით, როგორ უნდა მოემზადოთ მომავლის პროფესიებში გასარკვევად

ლიდერობა

ბიზნეს ქოუჩინგი ანტრეპრენერებისთვის

რა უფრო არის ქოუჩინგი – მეცნიერება თუ ხელოვნება?