Get All Access for $5/mo

GEclose2EU-ის ფარგლებში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

"ფაბრიკაში" სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება პროექტის "GEclose2EU''-ს ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) მიერ სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.



სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა მეწარმემ მიიღო, რომელთაც დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის პროდუქცია შესთავაზეს. ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო: საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, საკვები და საოჯახო მარნის ღვინის პროდუქცია.


ღონისძიების მიზანი გახლდათ ხელი შეეწყო ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ადგილობრივ ბაზარზე და, ასევე, ღონისძიების სტუმრებისთვის საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ქართული ნაწარმი უშუალოდ მწარმოებლებისგან. სამეწარმეო ბაზრობა GEclose2EU-ს ფარგლებში გაიმართა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარების მონაწილეობით.

პროექტის შემდეგ ეტაპზე მონაწილეები ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში და მასტერ-კლასებში. ჯამში 500 კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა, სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და ეფექტური მართვის საკითხებში და ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ტრენინგებში: ციფრული მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების მოძიების და სხვა თემებზე. ასევე მონაწილეობა მიიღონ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოფენა - გაყიდვაში.

სიახლე! ეიძინეთ ქართველი ანტრეპრენერების პროდუქცია ონლაინ: shop.entrepreneur.ge

ინფორმაცია ტრენინგების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება პროექტის ვებგვერდზე: www.geclose2eu.info და პროექტის სოციალური მედიის გვერდზე: https://www.facebook.com/GEclose2EU/

"GEclose2EU"-ს შესახებ

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" ("GEclose2EU") 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) სააგენტო "აწარმოე საქართველოსთან" თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გრძელდება.

უკვე დასასრულს მიუახლოვდა პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც კომპანიებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას გულისხმობს. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით მომუშავე მცირე და საშუალო ორგანიზაციებითვის კონკურსი მაისის თვეში გამოცხადდა. მასში მონაწილეობა 100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. საბოლოოდ კი შეირჩა 60 ორგანიზაცია, რომლებმაც მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს და სამომავლო განვითარების სპეციალური გეგმა შეიმუშავეს. შერჩეული კომპანიებისთვის დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები, ხოლო მომავალ წელს გამარჯვებული ორგანიზაციები გაივლიან საინფორმაციო-საგანმანათებლო კურსს შვედეთში. კომპანიების დახმარების მეორე ეტაპზე იგეგმება 40 კომპანიის შერჩევა კვლევის შედეგად გამოვლენილი საბავშვო ტანსაცმლის და სათამაშოების წარმოების სექტორებიდან, რომლებიც ანალოგიური ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებენ. პროექტის კვლევით კომპონენტში ასევე დასრულდა საქართველოს რეგიონებში პერსპექტიული ბიზნეს-დარგების კვლევა და ევროპის ქვეყნებში იმ რეგულაციების კვლევა, რომელთა დაკმაყოფილება მოუწევთ საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს ევროპის ბაზარზე შესვლის შემთხვევაში.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდა პირველი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მედიატური შვედეთში, რომელშიც 10 ჟურნალისტი მონაწილეობდა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, თავად გაცნობოდნენ იმ სპეციფიკასა და სამუშაო სტილს, რასაც შვედეთის მთავრობა იყენებს შვედური ბიზნესის მხარდაჭერისთვის. უკვე მომავალ წელს შვედი ჟურნალისტები ეწვევიან საქართველოს, რათა ახლოს გაიცნონ ქართული კომპანიები და მათ ევროპაში ცნობადობის ზრდაში დაეხმარონ.

პროექტი "GEclose2EU" ასევე მხარს უჭერს ონლაინ პლატფორმის - tradewithgeorgia.com-ის განვითარებას. ონლაინ კატალოგი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით შეიქმნა და იგი პოპულარიზაციას უწევს ქართულ კომპანიებს მსოფლიო ბაზრებზე. ამ ეტაპზე საიმიჯო კატალოგში უკვე 100-ზე მეტი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი