GEclose2EU-ს ბენეფიციარი კომპანიებისთვის საგანმანათლებლო ტური იმართება ტური Stoskholm design week-ის ფარგლებში იმართება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
4 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით და სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" პარტნიორობით, პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) ფარგლებში საგანმანათლებლო ტური იმართება.
დაგეგმილი ტური შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში ტარდება და მასში პროექტის GEclose2EU-ს ფარგლებში შერჩეული, არქიტექტურა და ინტერიერის დიზანის სექტორში მოღვაწე 23 ბენეფიციარი კომპანია იღებს მონაწილეობას. ტური სტოკჰოლმის დიზაინის კვირეულის (Stoskholm design week) ფარგლებში იმართება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით და წელიწადში ორჯერ ტარდება. საქართველოში მოღვაწე წამყვანი არქიტექტორები და ინტერიერის დიზიანერები წელს პირველად ჩაერთვებიან კვირეულში და საშუალება ექნება პირისპირ შეხვედრები გამართონ დარგის ლიდერ კომპანიებთან.
საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები სკანდინავიის წამყვან კომპანიებთან. ტური მოიცავს ვიზიტებს ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა: Svensk Form, Kontsfack (ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი), Wingårdhs, Nivå, Stockholm Furniture & Light Fair. მონაწილეები ასევე ეწვევიან სტოკჰოლმის ეკო-რაიონის პორტს, რომელიც ლიდერია ქალაქის მდგრადი განვითარების მიმართულებით. პროექტის ორგანიზატორები და ბენეფიციარი კომპანიები ასევე ჩაერთვებიან სტოკჰოლმის დიზაინის კვირეულში დაგეგმილ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებში.
პროექტის GEclose2EU ფარგლებში დაგეგმილ საგანმანათლებლო ტურში, პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მომუშავე მცირე და საშუალო კომპანიები, რომლებიც გასულ წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდნენ. პროექტის შემდეგ ეტაპზე, საგანმანათლებლო ტური ასევე დაგეგმილია ბიზნეს კონსალტინგის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით შერჩეული ბენეფიციარებისთვის. ჯამში პროექტის 60 კომპანია მიიღებს მონაწილეობას მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ტურში და ჩაერთვება პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში. გამარჯვებულმა კომპანიებმა პროექტის ფარგლებში უკვე მიიღეს ტექნიკური დახმარება. მათთვის ასევე პერიოდულად იმართება საინფორმაციო შეხვედრები. დაგეგმილია ტრენინგები და მასტერ-კლასები.